„დუეტი“ „დუეტის“ წინააღმდეგ?!... ანუ შედგება თუ არა „ტრიო“?!...

გამოწერა
საბანკო სექტორის ლიდერთა ექვსეული... "გმირები" და "ანტიგმირები"... რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, გაიყიდება თუ არა „ქართუ ბანკი“ და ვინ იქნება მისი მფლობელი, როდიდან შეიცვლება თამაშის წესები და რა შედეგით დასრულდება საბანკო სფეროში ორთა ლიდერობის მორყევის მცდელობა?

ერთგულმა მკითხველმა შესაძლოა კრიტიკულად ბრძანოს — ბანალურად არისო ნათქვამი, თუმცა მე მაინც ვიტყვი, რომ კარგად, მოსწრებულად და თუ გნებავთ ლაზათიანად აკინძული სიტყვები არ იკარგება დროსა და სივრცეში. არ არის გამორიცხული, რომ ახლაც ეს შემთხვევა იყოს… არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ არცთუ იშვიათად ნათქვამზე მეტად, ამ სიტყვათა წყობის ავტორია მნიშვნელოვანი. ერთი სიტყვით, ყოველგვარი მიკიბულ-მოკიბულის გარეშე ვიტყვი, რომ რამდენიმე გზავნილი ბიძინა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც ივლისის თვის ბოლოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცა, კვლავაც აქტუალურია. სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და სპეციალისტები, ანალიტიკოსები  ცდილობენ გაანალიზონ „ქართული ოცნების“ მთავარი არქიტექტორის გამხელილი ფიქრები, ამოიკითხონ ის, რაც ითქვა არა პირდაპირ, არამედ ირიბად. საპრეზიდენტო არჩევნებთან თუ ზოგადად პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე, ადრე უკვე ვრცლად ვისაუბრეთ. ახლა მკითხველის ყურადღებას მთავარი „მეოცნების“ საუბრის ერთ იმ ეპიზოდზე გავამახვილებ, რომლის „გმირებიც“ და „ანტიგმირებიც“ ჩვენი  საბანკო სისტემის ლიდერები არიან…

ერთ-ერთი ბანკი - Sputnik საქართველო
უკონკურენტოდ დარჩენილი კომერციული ბანკები და კრედიტის ფასი...

„ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა“, — ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა. ამ ფრაზას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამყარდა მოსაზრება, რომ საბანკო სექტორში მოსალოდნელია გამოჩნდეს ძლიერი ბანკი, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს საფინანსო ბაზრის ლიდერებს – „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“… თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, იმ რეალობაში, როცა ქართული ბაზარი მსოფლიოს მოწინავე კომერციულმა ბანკებმა „სოსიეტე ჟენერალმა“ და HSBC-მა დატოვეს, სხვა ქართული ბანკები კი სოლიდურად ჩამორჩებიან დარგის ლიდერებს, არსებული სიტუაციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილის აქტიური ჩარევის გარეშე პრაქტიკულად  წარმოუდგენელია… ბიძინა ივანიშვილი რომ საბანკო სექტორში სიტუაციის შეცვლას გეგმავს, ამის შესახებ საუბარი დაიწყო ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, როცა გავრცელდა ინფორმაცია „ქართუს ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანების შესახებ. უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და გარიგებას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ეროვნულ ბანკში კი დღემდე აცხადებენ, რომ ორი ბანკის გაერთიანების შესახებ მათთვის არავის მიუმართავს…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელი ირაკლი რუხაძე საბოლოო დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. დარწმუნებული ვარ მკითხველს ეცოდინება, რომ „ქართუ ბანკი“ ბიძინა ივანიშვილის, ხოლო „ლიბერთი ბანკი“ პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებაა. ბანკების გაერთიანების თემა კვლავ აქტუალურია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ერთი მხრივ მნიშვნელოვანი რეგულაციებისა ქვეშ მოაქციოს საფინანსო სექტორი, ხოლო მეორე მხრივ ხელი შეუწყოს ისეთი ბანკის შექმნას, რომელიც დაასრულებს „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ჰეგემონიას. ანალიტიკოსები ღიად მიგვანიშნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ილია რუხაძის დუეტი არახალია. ამას ტელეკომპანიების „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევაც ცხადყოფს. სავარაუდოდ არც საკუთარი ბანკების გაერთიანება გაუჭირდებათ. გასარკვევია ვინ გააკონტროლებს ახალ ბანკს, რა პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებს ის  მომხმარებლებს, როგორი საპროცენტო განაკვეთები ექნება სესხებსა თუ დეპოზიტებზე და რა ხერხებით შეძლებს ქართული საბანკო სექტორის ლიდერებთან კონკურენციის დაძლევას…

მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
ვისი ჯიბე სქელდება ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად...

დარგის სპეციალისტების შეფასებით, ეს გაერთიანება, შესაძლოა, იდეალურიც აღმოჩნდეს, ვინაიდან „ლიბერთი ბანკის” სასესხო პროდუქტების ძირითადი ვექტორი ფიზიკურ პირებზე გადის, „ქართუ ბანკი“ კი კორპორატიულ დაკრედიტებაზეა ორიენტირებული. საგულისხმოა ერთი ფაქტი, რაც გარიგების გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზადაც დასახელდა – „ლიბერთი ბანკის“ საპროცენტო შემოსავალი, რაც მისი მოგების ძირითადი წყაროა, საპენსიო სესხებიდან მოდის და ეს ტენდენცია ლადო გურგენიძის მმართველობის დროს უაღრესად გაძლიერდა. საპენსიო სესხების კაბალურ პირობებზე ადრეც ბევრი ითქვა და დაიწერა. ბოლო პერიოდში, ამ ვითარების გაუმჯობესებას და რეპუტაციის გამოსწორებას ილია რუხაძის მენეჯმენტი ცდილობს. ამ საქმეს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი რეგულაციებიც ეხმარება. თუმცა, ფაქტია, წლობით მიმდინარე ტენდენციის ერთი ხელის მოსმით მოკლე დროში შემტრიალება იოლი არ არის… ლოგიკურია მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი გარიგების დასრულებას, ზემოაღნიშნული მომენტების გათვალისწინებით არ ჩქარობს. საბოლოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები, ამას დრო გვიჩვენებს. ექსპერტები კი უკვე აანალიზებენ იმ რეალობას, რომელიც ბანკების გაერთიანებით შეიძლება მივიღოთ.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე: „მნიშვნელოვანია ბანკების აქტივების მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით „ქართუ ბანკის“ მთლიანი აქტივები 1 მილიარდს შეადგენს, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ აქტივები 2 მილიარდს, ანუ გაერთიანების შემთხვევაში ახალი ბანკის მთლიანი აქტივები, ჯამურად 3 მილიარდი იქნება. „თიბისი ბანკის“ აქტივები 13, ხოლო „საქართველოს ბანკის“ აქტივების მოცულობა კი 12 მილიარდია. კიდევ უფრო თვალში საცემია სხვაობა გაცემული სესხების მოცულობებს შორის. „ქართუ ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მთლიანი საკრედიტო პორტფელი არასრული ორი მილიარდია და თითქმის რვაჯერ ჩამოუვარდება „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ ამავე მაჩვენებელს. ანუ, ძირითადი პარამეტრების მარტივი შედარებითაც ირკვევა, რომ გაერთიანების შემთხვევაშიც კი, ახალი ბანკი საკმაოდ ჩამორჩება საბანკო სექტორის ლიდერებს. მიუხედავად ამისა, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის შერწყმა საფინანსო ბაზარზე სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს. მფლობელების ფინანსური რესურსების გათვალისწინებით ბანკის მოკლე დროში გაძლიერება და ახალ ნიშნულზე გასვლა, ძნელი არ იქნება…“

ბანკი - Sputnik საქართველო
არაპროფილური აქტივები - მიზეზი რის გამოც ბანკები თავს იკავებენ ბიზნესის დაკრედიტებისგან

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, გაიყიდება თუ არა „ქართუ ბანკი“ და ვინ იქნება მისი მფლობელი, როდიდან  შეიცვლება თამაშის წესები და რა შედეგით დასრულდება საბანკო სფეროში „დუეტის“ ლიდერობის მორყევის მცდელობა? ამ და სხვა კითხვებზე დრო გაგვცემს პასუხს… მანამდე კი ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2018 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 384.336.287 ლარი შეადგინა. სულ კი საბანკო სექტორის მოგება 413.023.047 ლარი იყო. ციფრებით არ დაგღლით და გეტყვით, რომ „ყველაზე მომგებიანი“ ბანკების ექვსეულს „თიბისი ბანკი“ უდგას სათავეში და „საქართველოს ბანკი“ მეორე ადგილზეა. მესამე საპატიო ადგილი „ლიბერთი ბანკს“ უკავია, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებზე „ვითიბი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ არიან. ბოლო პოზიცია კი „პროკრედიტ ბანკს“ უკავია. ექვსეულის მიღმაა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“… რატომ? სავარაუდოდ, ჯერჯერობით მფლობელის ნებაა ასეთი!

ყველა ახალი ამბავი
0