პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ლევან ქარდავას პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოს ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლევან ქარდავა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშვედ ცნო. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

ლევან ქარდავას სასამართლომ 2014 წელს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2006 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის გამო, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.

პატარკაციშვილის საქმეზე კი ყოფილ ჩინოსანს 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოს ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ-იარდმა მისი სწრაფი სიკვდილი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით, ექსპერტიზის საფუძველზე, მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაადგინა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიგეგმა მისი მკვლელობა.

გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის ზაფხულში, პატარკაციშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, ბიზნესმენზე მკაცრი თვალთვალი დაწესდა. ასევე დაგეგმილი იყო ურეკში ბიზნესმენის სახლზე თავდასხმა, რასაც გამაფრთხილებელი ხასიათი უნდა ჰქონოდა – მისი მიზანი პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა იყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კუდ-ის თანამშროლებმა თავდასხმა იმ დროისთვის ურეკის პოლიციის უფროსს ჯემალ შამათავას დაავალეს. შამათავამ კი, თავის მხრივ, პატარკაციშვილის კომენდანტი გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე, რის გამოც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მისი დასჯა გადაწყვიტა. 

ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
რატომ გათავისუფლდა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი

გამოძიების თანახმად, ჯემალ შამათავა ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დააკავა. ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალი აღიარეს.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც აქტიური პოლიტიკით დაკავდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიცია გახდა. პატარკაციშვილმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა და დამარცხდა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმეზე, ქარდავას გარდა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი მერებაშვილს და რევაზ შიუკაშვილს, რომელიც სხვა დანაშაულების გამო პატიმრობაში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური