https://sputnik-georgia.com/20210805/Large-Scale-Exercise-2021--252511979.html
აშშ-ის სწავლება Large Scale Exercise 2021: ლეგენდები და რეალობა
აშშ-ის სწავლება Large Scale Exercise 2021: ლეგენდები და რეალობა
Sputnik საქართველო
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მსოფლიო ოკეანის სრული კონტროლისთვის არასაკმარისია, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპასა და აზიაში მთავარი მოწინააღმდეგეების — რუსეთისა... 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T15:26+0400
2021-08-05T15:26+0400
2021-08-11T09:55+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481674_0:168:3046:1881_1920x0_80_0_0_79f52d208203bbd45e95faf0a2c43432.jpg
შეერთებულმა შტატებმა 3 აგვისტოს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სწავლება Large Scale Exercise 2021 წამოიწყეს, რომელიც ხუთ სამხედრო-საზღვაო გაერთიანებას (ოპერატიული ფლოტები), აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამ შენაერთსა და 17 სასაათე სარტყელს მოიცავს. სწავლება, რომელშიც 25 ათასი სამხედრო მონაწილეობს, 16 აგვისტომდე გაგრძელდება.გამოცემა Stars and Stripes-ის ცნობით, Large Scale Exercise 2021 (LSE) – ამერიკული ფლოტის პირველი სახომალდე და სადესანტო სწავლებები 21-ე საუკუნეში, მასშტაბით ნატოს 1981 წლის სამხედრო-საზღვაო ძალების მანევრ Ocean Venture-ს ტოლფასია. წვრთნების გეგმაშია საზღვაო ბრძოლების დამუშავება დიდ სივრცეზე, მოწინააღმდეგის მოძებნა ოკეანეში, მისი აღმოჩენა და განადგურება — ბირთვული იარაღის პირობითი გამოყენების ჩათვლით. ეს ცივი ომის სტანდარტებთან დაბრუნება, „სიმტკიცისა და ახალი შესაძლებლობების“ დემონსტრირება, რუსეთისა და ჩინეთისთვის მიცემული სიგნალია იმის შესახებ, რომ ამერიკას შეუძლია ერთდროულად იომოს რამდენიმე ფრონტზე. უფრო ზუსტად: „გადაჭრას პრობლემები შავ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში, და ნულამდე დაიყვანოს ამერიკის შეიარაღებული ძალების დასუსტებისკენ მიმართული ძალისხმევები“.LSE 2021-ის განმავლობაში ამერიკულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა უნდა წარმოაჩინონ სხვადასხვა საზღვაო საექსპედიციო და სანაპირო ოპერაციების მოქნილობა სადავო გარემოში, ასევე საომარი მოქმედებების წარმოებისთვის მაღალი დონის მზადყოფნა. მიიჩნევა, რომ ამერიკელი მეზღვაურები მზად არიან მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისა და ზეზუსტი იარაღის დარტყმების არეკვლისთვის.ამერიკელ სტრატეგებს მიაჩნიათ, რომ „გაწაფული მოწინააღმდეგის განადგურება“ ერთიანი სარდლობითა და ერთდროული ზეზუსტი დარტყმებითაა შესაძლებელი „ყველა მხრიდან, ჰაერის, ხმელეთის, ზღვის, კოსმოსისა და კიბერსივრცის ჩათვლით“. სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი საბრძოლო მოქმედების განახლებული კონცეფცია თითქოს ითვალისწინებს „სადავო ლოგისტიკასაც“ (სატრანსპორტო კომუნიკაციების მოწყვლადობას), რომელსაც აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ შეჯახებია.ლეგენდები და რეალობააშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალი, ვიცე-ადმირალი ჯინ ბლეკი მანამდე აცხადებდა: „LSE შეამოწმებს ჩვენს მეთაურებს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების მთელ სპექტრზე ტაქტიკურიდან სტრატეგიულამდე, მოახდენს რა საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინტეგრაციას, რათა წარმოჩინდეს ღია ოკეანიდან სანაპირომდე ფლოტის კოორდინირებული ოპერაციების ჩატარების უნარები“.და, მაინც, სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ ამერიკული ფლოტის შესაძლებლობებში – 36 ხომალდითა და საზღვაო ქვეითთა სამი შენაერთით იყოს დომინანტი ერთდროულად შავ, ხმელთაშუა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ჩინეთის ზღვებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო ოკეანეზე. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება ტემპით, ციფრებითა და ხარისხით ჩამორჩება თავის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს. ამერიკული ავიამზიდების დაჯგუფებების ჰოლივუდური შესაძლებლობები ნიველირდება ავიაციის, სუბმარინების, ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო სარაკეტო კომპლექსებისა და ასეთივე ეფექტური ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგი სისტემების წინაშე.დასავლელი ანალიტიკოსების მონაცემებით, ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ფლოტებს აბსოლუტური რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ ზღვაზე — 1380 ხომალდი 490 ამერიკულის წინააღმდეგ. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ხომალდების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთის (777 ერთეული), რუსეთისა (603) და ჩრდილოეთ კორეის (492) შემდეგ.თუმცა თუ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ჯამურ ტონაჟს გავითვალისწინებთ, საქმე არც ისე ცუდადაა. მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის ზეზუსტი ჰიპერბგერითი სარაკეტო იარაღის, მძლავრი ტორპედოების, ჰაერ- და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გათვალისწინებით, ამერიკული ავიამზიდები და სარაკეტო ნაღმმზიდები გარანტირებული განადგურებისთვის იოლ სამიზნეებად ჩანს. შეგახსენებთ, რომ პენტაგონს არ გააჩნია ჰიპერბგერითი რაკეტები.LSE 2021 მხოლოდ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს მოიცავს, მაგრამ მოკავშირეები და პარტნიორები ასევე შეიძლება იყვნენ ჩართული მომავალ ვერსიებში. დიდი ალბათობით, ამერიკული მანევრების „დახურულობა“ შეცდომებზე მუშაობით აიხსნება, რომლებიც პენტაგონმა საიდუმლო სტრატეგიული თამაშებისას დაუშვა 2020 წლის ოქტომბერში.გზა მომავლისკენადმირალმა მაიკლ ჰილდეიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Large Scale Exercise 2021-ის მანევრების დროს შესაძლებელი იქნება საბრძოლო მოქმედებების წარმოების კონცეფციებით „წაექსპერიმენტირება“ და ხანგრძლივი გაკვეთილების გამოტანა. საინტერესოა მომავალი ბრძოლებისთვის მომზადების ალგორითმი: „ომის წარმოების კონცეფცია ყველაფერ იმის საფუძველი იქნება, რასაც ვიძენთ, რაშიც ინვესტიციებს ვდებთ, და მოგვცემს ინფორმაციას, როგორ ვიბრძოლოთ“.ადმირალი კრისტოფერ გრეიდი LSE 2021-ის დროს აპირებს „სამხედრო-საზღვაო ომის ხელოვნება და მეცნიერება განავითაროს“, შეაფასოს ექსპერიმენტული ტექნოლოგიები და ასევე რამდენიმე სამხედრო-საზღვაო შენაერთის გაერთიანებული საბრძოლო სიმძლავრეები.გენერალმა მარკ მილიმ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ომისთვის მოსამზადებლად (რაც გარდაუვალია ისტორიული ციკლურობიდან გამომდინარე) შეერთებულმა შტატებმა უახლოეს 10 წელიწადში უნდა აითვისონ სრულიად ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნურ ინტელექტიანი უპილოტო აპარატების ჩათვლით.სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკულმა ცენტრმა (CSIS) მანამდე ავღანეთში მარცხის მთავარი მიზეზები განსაზღვრა: „სამხედრო ისტორიის ცოდნის ნაკლებობა და სტრატეგიული აზროვნების სერიოზული პრობლემები“. ამას გარდა მოხსენიებულია „დასახული მიზნების მოთხოვნილ ძალისხმევებთან“ შეუსაბამობა, „რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინააღმდეგ პლაცდარმის შექმნის მცდელობა“, ზესახელმწიფოს სტატუსით განპირობებული ამპარტავნება“. დასკვნა: აშშ-ის სამხედრო მეთაურები და სამოქალაქო ჩინოვნიკები „ტრაგიკულად ცდებოდნენ“.მეჩვენება, რომ ეს ისტორია მსოფლიო ოკეანეშიც მეორდება. Large Scale Exercise 2021-ის გეგმები არ ითვალისწინებს სავარაუდო მოწინააღმდეგის რეალურად მოქნილ წინააღმდეგობას. ვიღაცას ჰგონია, რომ ამერიკული ავიამზიდების მოიერიშე დაჯგუფების ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე „ჯონკებით მცურავი ყველა რუსი ან ჩინელი აბორიგენი“, შიშისგან გაოგნდება და დაუყოვნებლივ დანებდება კონცეფციებისა და ინვესტიციების ამ უზარმაზარ გროვას. მაგრამ ივნისში ყირიმის მახლობლად ბრიტანული დამრღვევი ხომალდის ინციდენტმა აჩვენა, რა პასუხი გაეცემა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დომინირებასა და ძალის პროეცირებას „სადავო გარემოში“, თუ შავ ზღვაში „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს.ანალოგიურად შეიძლება დახვდნენ პენტაგონის მამაც ექსპერიმენტატორებს სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებშიც.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210804/Agile-Spirit-2021-sametauro-sashtabo-komponenti-dasrulda-252498724.html
https://sputnik-georgia.com/20210801/Agile-Spirit-2021-sahaero-sadesanto-wvrtna-gaimarta-252478229.html
https://sputnik-georgia.com/20210729/ruseti-Agile-Spirit-wvrtnebs-apasebs-252456083.html
https://sputnik-georgia.com/20210728/amerikeli-samxedroebis-gayvana-aerayidan-252443575.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481674_159:0:2888:2047_1920x0_80_0_0_f87c82ac32920e46d0109276c2c1d666.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები
მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები
აშშ-ის სწავლება Large Scale Exercise 2021: ლეგენდები და რეალობა
15:26 05.08.2021 (განახლებულია: 09:55 11.08.2021) აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მსოფლიო ოკეანის სრული კონტროლისთვის არასაკმარისია, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპასა და აზიაში მთავარი მოწინააღმდეგეების — რუსეთისა და ჩინეთის დაშინებაზე 36 ხომალდითა და საზღვაო ქვეითთა სამი დივიზიით.
შეერთებულმა შტატებმა 3 აგვისტოს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სწავლება Large Scale Exercise 2021 წამოიწყეს, რომელიც ხუთ სამხედრო-საზღვაო გაერთიანებას (ოპერატიული ფლოტები), აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამ შენაერთსა და 17 სასაათე სარტყელს მოიცავს. სწავლება, რომელშიც 25 ათასი სამხედრო მონაწილეობს, 16 აგვისტომდე გაგრძელდება.
გამოცემა Stars and Stripes-ის ცნობით, Large Scale Exercise 2021 (LSE) – ამერიკული ფლოტის პირველი სახომალდე და სადესანტო სწავლებები 21-ე საუკუნეში, მასშტაბით ნატოს 1981 წლის სამხედრო-საზღვაო ძალების მანევრ Ocean Venture-ს ტოლფასია. წვრთნების გეგმაშია საზღვაო ბრძოლების დამუშავება დიდ სივრცეზე, მოწინააღმდეგის მოძებნა ოკეანეში, მისი აღმოჩენა და განადგურება — ბირთვული იარაღის პირობითი გამოყენების ჩათვლით. ეს ცივი ომის სტანდარტებთან დაბრუნება, „სიმტკიცისა და ახალი შესაძლებლობების“ დემონსტრირება, რუსეთისა და ჩინეთისთვის მიცემული სიგნალია იმის შესახებ, რომ ამერიკას შეუძლია ერთდროულად იომოს რამდენიმე ფრონტზე. უფრო ზუსტად: „გადაჭრას პრობლემები შავ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში, და ნულამდე დაიყვანოს ამერიკის შეიარაღებული ძალების დასუსტებისკენ მიმართული ძალისხმევები“.
LSE 2021-ის განმავლობაში ამერიკულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა უნდა წარმოაჩინონ სხვადასხვა საზღვაო საექსპედიციო და სანაპირო ოპერაციების მოქნილობა სადავო გარემოში, ასევე საომარი მოქმედებების წარმოებისთვის მაღალი დონის მზადყოფნა. მიიჩნევა, რომ ამერიკელი მეზღვაურები მზად არიან მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისა და ზეზუსტი იარაღის დარტყმების არეკვლისთვის.
ამერიკელ სტრატეგებს მიაჩნიათ, რომ „გაწაფული მოწინააღმდეგის განადგურება“ ერთიანი სარდლობითა და ერთდროული ზეზუსტი დარტყმებითაა შესაძლებელი „ყველა მხრიდან, ჰაერის, ხმელეთის, ზღვის, კოსმოსისა და კიბერსივრცის ჩათვლით“. სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი საბრძოლო მოქმედების განახლებული კონცეფცია თითქოს ითვალისწინებს „სადავო ლოგისტიკასაც“ (სატრანსპორტო კომუნიკაციების მოწყვლადობას), რომელსაც აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ შეჯახებია.
აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალი, ვიცე-ადმირალი ჯინ ბლეკი მანამდე აცხადებდა: „LSE შეამოწმებს ჩვენს მეთაურებს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების მთელ სპექტრზე ტაქტიკურიდან სტრატეგიულამდე, მოახდენს რა საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინტეგრაციას, რათა წარმოჩინდეს ღია ოკეანიდან სანაპირომდე ფლოტის კოორდინირებული ოპერაციების ჩატარების უნარები“.
და, მაინც, სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ ამერიკული ფლოტის შესაძლებლობებში – 36 ხომალდითა და საზღვაო ქვეითთა სამი შენაერთით იყოს დომინანტი ერთდროულად შავ, ხმელთაშუა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ჩინეთის ზღვებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო ოკეანეზე. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება ტემპით, ციფრებითა და ხარისხით ჩამორჩება თავის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს. ამერიკული ავიამზიდების დაჯგუფებების ჰოლივუდური შესაძლებლობები ნიველირდება ავიაციის, სუბმარინების, ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო სარაკეტო კომპლექსებისა და ასეთივე ეფექტური ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგი სისტემების წინაშე.
დასავლელი ანალიტიკოსების მონაცემებით, ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ფლოტებს აბსოლუტური რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ ზღვაზე — 1380 ხომალდი 490 ამერიკულის წინააღმდეგ. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ხომალდების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთის (777 ერთეული), რუსეთისა (603) და ჩრდილოეთ კორეის (492) შემდეგ.
თუმცა თუ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ჯამურ ტონაჟს გავითვალისწინებთ, საქმე არც ისე ცუდადაა. მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის ზეზუსტი ჰიპერბგერითი სარაკეტო იარაღის, მძლავრი ტორპედოების, ჰაერ- და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გათვალისწინებით, ამერიკული ავიამზიდები და სარაკეტო ნაღმმზიდები გარანტირებული განადგურებისთვის იოლ სამიზნეებად ჩანს. შეგახსენებთ, რომ პენტაგონს არ გააჩნია ჰიპერბგერითი რაკეტები.
LSE 2021 მხოლოდ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს მოიცავს, მაგრამ მოკავშირეები და პარტნიორები ასევე შეიძლება იყვნენ ჩართული მომავალ ვერსიებში. დიდი ალბათობით, ამერიკული მანევრების „დახურულობა“ შეცდომებზე მუშაობით აიხსნება, რომლებიც პენტაგონმა საიდუმლო სტრატეგიული თამაშებისას დაუშვა 2020 წლის ოქტომბერში.
ადმირალმა მაიკლ ჰილდეიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Large Scale Exercise 2021-ის მანევრების დროს შესაძლებელი იქნება საბრძოლო მოქმედებების წარმოების კონცეფციებით „წაექსპერიმენტირება“ და ხანგრძლივი გაკვეთილების გამოტანა. საინტერესოა მომავალი ბრძოლებისთვის მომზადების ალგორითმი: „ომის წარმოების კონცეფცია ყველაფერ იმის საფუძველი იქნება, რასაც ვიძენთ, რაშიც ინვესტიციებს ვდებთ, და მოგვცემს ინფორმაციას, როგორ ვიბრძოლოთ“.
ადმირალი კრისტოფერ გრეიდი LSE 2021-ის დროს აპირებს „სამხედრო-საზღვაო ომის ხელოვნება და მეცნიერება განავითაროს“, შეაფასოს ექსპერიმენტული ტექნოლოგიები და ასევე რამდენიმე სამხედრო-საზღვაო შენაერთის გაერთიანებული საბრძოლო სიმძლავრეები.
გენერალმა მარკ მილიმ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ომისთვის მოსამზადებლად (რაც გარდაუვალია ისტორიული ციკლურობიდან გამომდინარე) შეერთებულმა შტატებმა უახლოეს 10 წელიწადში უნდა აითვისონ სრულიად ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნურ ინტელექტიანი უპილოტო აპარატების ჩათვლით.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკულმა ცენტრმა (CSIS) მანამდე ავღანეთში მარცხის მთავარი მიზეზები განსაზღვრა: „სამხედრო ისტორიის ცოდნის ნაკლებობა და სტრატეგიული აზროვნების სერიოზული პრობლემები“. ამას გარდა მოხსენიებულია „დასახული მიზნების მოთხოვნილ ძალისხმევებთან“ შეუსაბამობა, „რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინააღმდეგ პლაცდარმის შექმნის მცდელობა“, ზესახელმწიფოს სტატუსით განპირობებული ამპარტავნება“. დასკვნა: აშშ-ის სამხედრო მეთაურები და სამოქალაქო ჩინოვნიკები „ტრაგიკულად ცდებოდნენ“.
მეჩვენება, რომ ეს ისტორია მსოფლიო ოკეანეშიც მეორდება. Large Scale Exercise 2021-ის გეგმები არ ითვალისწინებს სავარაუდო მოწინააღმდეგის რეალურად მოქნილ წინააღმდეგობას. ვიღაცას ჰგონია, რომ ამერიკული ავიამზიდების მოიერიშე დაჯგუფების ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე „ჯონკებით მცურავი ყველა რუსი ან ჩინელი აბორიგენი“, შიშისგან გაოგნდება და დაუყოვნებლივ დანებდება კონცეფციებისა და ინვესტიციების ამ უზარმაზარ გროვას. მაგრამ ივნისში ყირიმის მახლობლად ბრიტანული დამრღვევი ხომალდის ინციდენტმა აჩვენა, რა პასუხი გაეცემა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დომინირებასა და ძალის პროეცირებას „სადავო გარემოში“, თუ შავ ზღვაში „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს.
ანალოგიურად შეიძლება დახვდნენ პენტაგონის მამაც ექსპერიმენტატორებს სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებშიც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს