https://sputnik-georgia.com/20210729/ruseti-Agile-Spirit-wvrtnebs-apasebs-252456083.html
„ნატო ჩვენი საზღვრების ირგვლივ“ – რუსეთი საქართველოში Agile Spirit–ის წვრთნებს აფასებს
„ნატო ჩვენი საზღვრების ირგვლივ“ – რუსეთი საქართველოში Agile Spirit–ის წვრთნებს აფასებს
Sputnik საქართველო
რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T18:49+0400
2021-07-29T18:49+0400
2021-08-28T13:18+0400
ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312738_0:0:3038:1710_1920x0_80_0_0_a05e21203374f222644cceeb3a87f289.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნები ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ძალიან სერიოზულ მონიტორინგს ექვემდებარება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.საქართველოში რიგით მეათე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს დასრულდება. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე. როგორც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვი არ ეთანხმება ოფიციალური თბილისის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წვრთნები მოწოდებულია ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312738_307:0:3038:2048_1920x0_80_0_0_f239e64d2290e166152d81b6bd2f7c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი
„ნატო ჩვენი საზღვრების ირგვლივ“ – რუსეთი საქართველოში Agile Spirit–ის წვრთნებს აფასებს
18:49 29.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნები ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ძალიან სერიოზულ მონიტორინგს ექვემდებარება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება
РИА Новости.
საქართველოში რიგით მეათე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს დასრულდება. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.
„საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული მონიტორინგის საგანია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.
რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე. როგორც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვი არ ეთანხმება ოფიციალური თბილისის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წვრთნები მოწოდებულია ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას.