https://sputnik-georgia.com/20210804/Agile-Spirit-2021-sametauro-sashtabo-komponenti-dasrulda-252498724.html
Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა
Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა
Sputnik საქართველო
Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T09:41+0400
2021-08-04T09:41+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/87/237178735_0:101:999:666_1920x0_80_0_0_e3073308a178e3d35b06ce4d94a24933.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit-2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის დახურვის ცერემონია გაიმართა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს გაიხსნა. საქართველო სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება, 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე. თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ჩართულ პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავდა ბრიგადის დონის ქვედანაყოფში გაერთიანებული ძალების კოორდინაციასა და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბებას, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე მართვასა და კონტროლს ინტეგრირებული სტაბილურობის ოპერაციებში.სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული.Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია".წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.
https://sputnik-georgia.com/20210801/Agile-Spirit-2021-sahaero-sadesanto-wvrtna-gaimarta-252478229.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/87/237178735_0:37:999:666_1920x0_80_0_0_bd4eb724f409d0c513dad05fb1445ef1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვა, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვა, საქართველო
Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა
09:41 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit-2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის დახურვის ცერემონია გაიმართა,
ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს გაიხსნა. საქართველო სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება, 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.
თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ჩართულ პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავდა ბრიგადის დონის ქვედანაყოფში გაერთიანებული ძალების კოორდინაციასა და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბებას, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე მართვასა და კონტროლს ინტეგრირებული სტაბილურობის ოპერაციებში.
სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული.
Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია".
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.