https://sputnik-georgia.com/20210804/zalkaliani-AstraZeneca-vaqcinisTvis-belgias-madlobas-uxdis-252506202.html
დავით ზალკალიანი ბელგიას AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი ბელგიას AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 2021 წლის ბოლომდე საერთო ჯამში 4 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T21:03+0400
2021-08-04T21:03+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997603_0:36:1201:712_1920x0_80_0_0_c4a24c13a889a7225b70655d64e8a920.jpg
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ბელგიის სამეფოს საქართველოსთვის AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გამოცემისთვის მადლობას უხდის.საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა>>დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზას საჩუქრად გადმოსცემს.პირველ ტაპზე AstraZeneca-ს ვაქცინების 168 ათასი დოზა უკრაინაში გაიგზავნება, შემდეგ კი საქართველო, სომხეთი და კოსოვო 225.600 დოზა ვაქცინას მიიღებენ.ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს.4 მლნ ვაქცინის დოზა ბელგიას ფარმაცევტული კომპანიების რეზერვებიდან აქვს შეძენილი. დოზები სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის COVAX-ის , გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და GAVI-ის დახმარებიით გადანაწილდება.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინა მიიღო.ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ. ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac.აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე>>ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 542.639 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 171.908 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210804/belgia-saqartvelos-sachqrad-vaqcinebs-gadascems-252504342.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997603_102:0:1099:748_1920x0_80_0_0_56f579003473fb74398711d1c2dfef22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
დავით ზალკალიანი ბელგიას AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის
21:03 04.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) გავრცელებული ინფორმაციით, ბელგია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 2021 წლის ბოლომდე საერთო ჯამში 4 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს.
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ბელგიის სამეფოს საქართველოსთვის AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გამოცემისთვის მადლობას უხდის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზას საჩუქრად გადმოსცემს.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.
პირველ ტაპზე AstraZeneca-ს ვაქცინების 168 ათასი დოზა უკრაინაში გაიგზავნება, შემდეგ კი საქართველო, სომხეთი და კოსოვო 225.600 დოზა ვაქცინას მიიღებენ.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს.
4 მლნ ვაქცინის დოზა ბელგიას ფარმაცევტული კომპანიების რეზერვებიდან აქვს შეძენილი. დოზები სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის COVAX-ის , გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და GAVI-ის დახმარებიით გადანაწილდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინა მიიღო.
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ. ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 542.639 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 171.908 ადამიანი.