საქართველო ბელგიისგან საჩუქრად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს

© AFP 2024 / CHRISTOF STACHEვაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში იმუნიზაციის პროცესი Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს.
 
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს  ვაქცინებს საჩუქრად გადმოსცემს, ინფორმაციას ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 2021 წლის ბოლომდე საერთო ჯამში 4 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს. 
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
იმნაძე: კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი ოთხ ადამიანს განუვითარდა
პირველ ტაპზე  AstraZeneca-ს  ვაქცინების 168 ათასი დოზა უკრაინაში გაიგზავნება, შემდეგ კი საქართველო, სომხეთი და კოსოვო 225.600 დოზა ვაქცინას  მიიღებენ.  ამ ეტაპზე არ ზუსტდება, კონკრეტულად როდის და რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს აღნიშნული სამი ქვეყნიდან თითოეული.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს.
4 მლნ ვაქცინის დოზა ბელგიას ფარმაცევტული კომპანიების რეზერვებიდან აქვს შეძენილი. დოზები სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის COVAX-ის , გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და GAVI-ის დახმარებიით გადანაწილდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის  ვაქცინა მიიღო.
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ.  ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ  Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 542.639 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 171.908 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0