https://sputnik-georgia.com/20210803/imnaZe-anafilaqsiuri-Soki-oTx-adamians-ganuviTarda-252496828.html
იმნაძე: კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი ოთხ ადამიანს განუვითარდა
იმნაძე: კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი ოთხ ადამიანს განუვითარდა
Sputnik საქართველო
გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T15:38+0400
2021-08-03T15:38+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460044_0:98:1875:1153_1920x0_80_0_0_61a974d86deb8c175949cbe49d37fa2e.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის ოთხი რეალური შემთხვევაა დაფიქსირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.დაწესდება თუ არა ახალი რეგულაციები: რა გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ>>იმნაძის განცხადებით, გარდა ანაფილაქსური შოკისა, აცრის შემდეგ იყო ნერვული აშლილობის შემთხვევებიც.თუმცა, მისი თქმით, დღეს პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი საშუალება მაინც ვაქცინაციაა.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო. ამ დროისათვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 523.466 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 165.084 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის შეზღუდვები არ მოქმედებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.827-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 428.670-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210803/-gamyreliZe-vifiqrebT-SezRudvebis-gamkacrebaze-252494523.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460044_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_768d345d0ed756f9de2a953092ad45fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
იმნაძე: კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი ოთხ ადამიანს განუვითარდა
15:38 03.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის ოთხი რეალური შემთხვევაა დაფიქსირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.
იმნაძის განცხადებით, გარდა ანაფილაქსური შოკისა, აცრის შემდეგ იყო ნერვული აშლილობის შემთხვევებიც.
თუმცა, მისი თქმით, დღეს პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი საშუალება მაინც ვაქცინაციაა.
„აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო. ამ დროისათვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 523.466 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 165.084 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის შეზღუდვები არ მოქმედებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.827-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 428.670-ს მიაღწია.