https://sputnik-georgia.com/20210731/saqarTveloSi-Pfizer-is-vaqcinismorigi-partia-Semovida-252468373.html
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, ამიტომ მოსახლეობას აქტიური... 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T14:20+0400
2021-07-31T14:20+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252166846_0:0:3250:1828_1920x0_80_0_0_54c9bcd272972cb987c55e66a38d036c.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 162.630 დოზა შემოვიდა, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.როგორც უწყებაში ასევე აღნიშნეს, დღეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 24 ივლისს. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან.Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს. ვაქცინის დღევანდელი პარტიის შემოტანის შესახებ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხდადა. აღნიშნული პარტია ვაქცინის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდა.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამავე ვაქცინებზე ხელმისაწვდომია რეგისტრაცია.საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს >>ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 157.754 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210729/Pfizer-efeqturoba-da-imunitetis-xangrZlivoba-252449895.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252166846_303:0:3032:2047_1920x0_80_0_0_e9ecfe362e73688dce847db220ce67ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა
14:20 31.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, ამიტომ მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 162.630 დოზა შემოვიდა, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.
როგორც უწყებაში ასევე აღნიშნეს, დღეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 24 ივლისს. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან.
Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს.
ვაქცინის დღევანდელი პარტიის შემოტანის შესახებ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხდადა. აღნიშნული პარტია ვაქცინის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდა.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამავე ვაქცინებზე ხელმისაწვდომია რეგისტრაცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 157.754 ადამიანი.