საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე აირჩია

© photo: Sputnikსაქართველოს ცესკო
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით სამი კენჭისყრა ჩავარდა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მეოთხედ უყარა კენჭი. მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ცდა №3: პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ისევ ჩავარდა
ამასთან ერთად, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკოს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.
საკანონმდებლო ორგანოში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პირველი კენჭისყრა 18 ივლისს, მეორე - 22 ივლისს, მესამე კი - 26 ივლისს გაიმართა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული შესწორებების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100-ზე მეტი). თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ – სამმა მეხუთედმა (90-ზე მეტი). თუ ესეც არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შესწორებები საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად მიიღეს, რომელიც ევროპული კავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა.
ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა.
დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით. 
აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
ცესკოს თავმჯდომარე შეიძლება გიორგი კალანდარიშვილი გახდეს
სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.
იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
2021 წელს კი დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ასევე 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.
ყველა ახალი ამბავი
0