https://sputnik-georgia.com/20210726/parlamentshi-ceskos-tavmjdomaris-archevis-sakitxi-mesamed-chavarda-252426128.html
ცდა №3: პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ისევ ჩავარდა
ცდა №3: პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ისევ ჩავარდა
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ორგანოში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პირველი კენჭისყრა 18 ივლისს, მეორე კი 22 ივლისს გაიმართა. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T16:49+0400
2021-07-26T16:49+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964939_0:0:2401:1350_1920x0_80_0_0_b70fa29f59cdcab73165aada349e882c.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და ოპოზიცია ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე საქართველოს ცესკოს თამჯდომარის არჩევის საკითხში – დღეს რიგით მესამე კენჭისყრაც ჩავარდა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა 83 ხმა მიიღო 90-ის ნაცვლად, ხოლო გიორგი სანტურიანმა – სამი. გარდა ამისა, კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმაც.ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევის საკითხის ჩავარდნის შემდეგ უნდა გაიმართოს კენჭისყრა მისი ნახევარი წლით არჩევის საკითხზე.საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული შესწორებების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100-ზე მეტი). თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ – სამმა მეხუთედმა (90-ზე მეტი). თუ ესეც არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შესწორებები საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად მიიღეს, რომელიც ევროპული კავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა.
https://sputnik-georgia.com/20210722/parlamentSi-ceskos-Tavmjdomaris-arCeva-meored-Cavarda-252389876.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964939_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_6568759b2a844249709e63a9e6fb79e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ცდა №3: პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ისევ ჩავარდა
16:49 26.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) საკანონმდებლო ორგანოში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პირველი კენჭისყრა 18 ივლისს, მეორე კი 22 ივლისს გაიმართა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და ოპოზიცია ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე საქართველოს ცესკოს თამჯდომარის არჩევის საკითხში – დღეს რიგით მესამე კენჭისყრაც ჩავარდა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა 83 ხმა მიიღო 90-ის ნაცვლად, ხოლო გიორგი სანტურიანმა – სამი. გარდა ამისა, კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმაც.
ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევის საკითხის ჩავარდნის შემდეგ უნდა გაიმართოს კენჭისყრა მისი ნახევარი წლით არჩევის საკითხზე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული შესწორებების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100-ზე მეტი). თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ – სამმა მეხუთედმა (90-ზე მეტი). თუ ესეც არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შესწორებები საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად მიიღეს, რომელიც ევროპული კავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა.