ცესკოს თავმჯდომარე შეიძლება გიორგი კალანდარიშვილი გახდეს

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატები წარუდგინა
ცესკოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანიამ 30 ივნისს პოსტი დატოვა. იგი საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.
37 წლის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას, რომელსაც ცესკოში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, მხარი ათმა დეპუტატმა დაუჭირა.
რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, 31 წლის გიორგი სანტურიანს, მან ოთხი ხმა მიიღო.
"დაისვა არა ერთი შეკითხვა კანდიდატების საქმიანობასთან, მათ ხედვებთან დაკავშირებით და კომიტეტმა მხარი დაუჭირა შესაბამის კანდიდატურას. ეს საკითხი უკვე განიხილება პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრაზე დადგებიან ასევე ის კანდიდატებიც, ვისაც კომიტეტის მხრიდან რეკომენდაცია არ გაეწია", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.
"ჩვენ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ, რადგანაც, სამწუხაროდ, ეს პროცესი ისე არ წარიმართა, რომ ჩვენ უფრო დიდი არჩევანი გვქონოდა და რომ ბევრ კარგ, დამოუკიდებელ კანდიდატს ჰქონოდა პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხადა ოპოზიციური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ახალი წესების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია "ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0