დაიწყო ახალწვეულების სამხედრო სამსახურში გაწვევა

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსამხედრო წვრთნები Agile Spirit
სამხედრო წვრთნები Agile Spirit  - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ქართველი ახალწვეულების უმეტესობა თავდაცვის ძალებში და შსს-ში იმსახურებს, ნაწილი კი პენიტენციურ და სახელმწიფო დაცვის სამსახურებში.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2 აგვისტოს სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და ის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე 3,7 ათას ახალგაზრდას გაიწვევენ. აქედან თავდაცვის ძალებში 1,4 ათასი ადამიანი იმსახურებს.
პენიტენციურ სამსახურში გაგზავნიან 684 ახალწვეულს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 1,3 ათასს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 200-ს.
საქართველოს ჯარისკაცები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
საქართველოში წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან
სამსახურის ვადა 12 თვეა.
მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.
ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
სავალდებულო სამსახურში 3,7 ათას ახალწვეულს გაიწვევენ>>
სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.
ყველა ახალი ამბავი
0