სავალდებულო სამსახურში 3,7 ათას ახალწვეულს გაიწვევენ

© photo: Sputnik / Stringerახალწვეულები ფიცს დებენ
ახალწვეულები ფიცს დებენ - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
ქართველი ახალწვეულების უმეტესობა თავდაცვის ძალებში და შსს-ში იმსახურებს, ნაწილი კი პენიტენციურ და სახელმწიფო დაცვის სამსახურებში.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე 3,7 ათას ახალგაზრდას გაიწვევენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
გაწვევა 2 აგვისტოს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება. ახალწვეულები შემდეგნაირად გადანაწილდებიან
უწყება ახალწვეულების რაოდენობა
თავდაცვის სამინისტრო 1.400
სპეციალური პენიტენციური სამსახური 684
შსს 1.395
სპეციალური სახელმწიფო დაცვა 200
მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.
ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.
ყველა ახალი ამბავი
0