საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში გახარიას მრჩეველი გახდა

© Sputnik / Alex Shlamovგახარიას პარტია
გახარიას პარტია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
ნატალი საბანაძე ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლისა და ბრიუსელში ელჩის პოსტიდან ქვეყნის ხელისუფლებასთან სერიოზული უთანხმოებების გამო გადადგა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში და საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში ნატალი საბანაძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრი გახდა. მან საერთაშორისო საკითხებში პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის მრჩევლის პოზიცია დაიკავა.
გახარიამ პარტია ივნისის დასაწყისში დააფუძნა. გამოკითხვების შედეგებით, პოპულარობის მხრივ მის პარტიას ამჟამად მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილი უკავია.
არჩილ არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
თავდამსხმელი VS მცველი: ვინ იქნება გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი
„მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან და იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია – როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
საბანაძემ დაკავებული თანამდებობა 21 მარტს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. გადადგომის ზუსტი მიზეზი არ დასახელებულა. თავის Facebook-გვერდზე მან დაწერა, რომ დრო დადგა, ეს „ფურცელი გადაშალოს".
მოგვიანებით ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში საბანაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რა გახდა სინამდვილეში მისი გადადგომის მიზეზი. მან აღიარა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან სერიოზული უთანხმოებები ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0