თავდამსხმელი VS მცველი: ვინ იქნება გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი

© photo: courtesy of Archil Arveladzeარჩილ არველაძე
არჩილ არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
გახარიას პარტიაში განიხილავენ ყველა იმ ადამიანის კანდიდატურას, რომელიც არჩევნებზე პოტენციურად ძლიერი ოპონენტი იქნება.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" თბილისის მერის პოსტზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის არჩილ არველაძის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ PalitraNews-ის ეთერში განაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და, ჩემი ღრმა რწმენით, უახლოეს რამდენიმე კვირაში ეს ყველაფერი დაკრისტალდება და კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც პოტენციურად იქნება ძლიერი ოპონენტი“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მერის თანამდებობაზე ასევე შეიძლება განიხილონ თავად ექს-პრემიერ გიორგი გახარიას კანდიდატურა.
წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
ქემოკლიძის თქმით, საქართველოში არაფერია გამორიცხული. თუ ამას თეორიულად დავუშვებთ, როგორც მან აღნიშნა, განხილული იქნება გიორგი გახარიას კანდიდატურაც.
ქემოკლიძის განცხადებით, პარტია შეარჩევს იმ კანდიდატს, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მოქმედ მერსა და „ოცნების“ კანდიდატს კახა კალაძეს.
ამასთან, გაერთიანებული ოპოზიცია კალაძის მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას კანდიდატურას განიხილავს.
გუშინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გორის მერის პოსტზე თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წარადგენს. ინფორმაცია პირად წყაროზე დაყრდნობით ტელეარხმა „ფორმულამ“ გაავრცელა.
ყველა ახალი ამბავი
0