https://sputnik-georgia.com/20210729/saqarTvelos-nakrebis-meeqvse-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252458867.html
საქართველოს ნაკრების მეექვსე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
საქართველოს ნაკრების მეექვსე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიადის მეექვსე დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის დადებითი ემოციები არ მოუტანია. პრაქტიკულად ყველა ელოდა, რომ ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი მედალს... 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T22:19+0400
2021-07-29T22:19+0400
2021-07-29T22:50+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252458175_0:0:1664:942_1920x0_80_0_0_db38b791c6aa56dc1788347ad0008424.jpg
ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო (-100 კგ)ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ლიპარტელიანი, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო, ტიროდა კვარცხლბეკზე. ტოკიოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ ოქროს მედალს ელოდებოდა, და ამისათვის ყველა პირობა არსებობდა. მაგრამ ბედმა ყველაფერი სხვაგვარად განკარგა.32 წლის ლიპოსთვის ტურნირი შესანიშნავად დაიწყო - ორი წმინდა მოგება ეგვიპტელ რამადან დარვიშთან და კანადელ შადი ელნაჰასთან. მაგრამ ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ძიუდოისტ აარონ ვოლფთან დამარცხდა.კიდევ არსებობდა ბრინჯაოს მედლის აღების შანსი, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.ნინო სალუქვაძე - პისტოლეტით სროლა, 25 მნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე
ტოკიოს თამაშებზე ნინო სალუქვაძე ერთხელ უკვე წარდგა, მაგრამ მისი შედეგი საუკეთესოსგან შორს იყო. სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988) სუსტად იასპარეზა 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში და ფინალში მოხვედრა ვერ შეძლო.სალუქვაძეს აქვს მედლის აღების მეორე შანსი - 25 მეტრიან დისტანციაზე სროლა სპორტული პისტოლეტით. პირველ კვალიფიკაციაში (სამი მისვლა ათ-ათი გასროლით) ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა დააგროვა 291 ქულა (94, 98, 99) და შემაჯამებელ ოქმში მეშვიდე ადგილი დაიკავა.მეორე კვალიფიკაცია (სწრაფი სროლა) 30 ივლისს შედგება. ორივე კვალიფიკაციის შედეგების ჯამის მიხედვით ფინალში რვა საუკეთესო მსროლელი მოხვდება. სპორტის ამ სახეობაში მედლები ამავე დღეს გათამაშდება.30 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტსმენი: გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ესკერხან მადიევი (კრივი), სოფია შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) და ნინო სალუქვაძე.
https://sputnik-georgia.com/20210728/laSa-beqauri-olimpiuri-Cempionia-252443923.html
https://sputnik-georgia.com/20210729/imdia-sxva-cxovrebaSi-SevZleb-gagaxaroT-lipartelianma-kariera-daasrula-252458254.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252458175_0:0:1664:1046_1920x0_80_0_0_11e00707977a466d633f5e753687ecfd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
საქართველოს ნაკრების მეექვსე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
22:19 29.07.2021 (განახლებულია: 22:50 29.07.2021) ტოკიოს ოლიმპიადის მეექვსე დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის დადებითი ემოციები არ მოუტანია. პრაქტიკულად ყველა ელოდა, რომ ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი მედალს აიღებდა, მაგრამ იმედები იმედებად დარჩა.
ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო (-100 კგ)
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ლიპარტელიანი, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო, ტიროდა კვარცხლბეკზე. ტოკიოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ ოქროს მედალს ელოდებოდა, და ამისათვის ყველა პირობა არსებობდა. მაგრამ ბედმა ყველაფერი სხვაგვარად განკარგა.
32 წლის ლიპოსთვის ტურნირი შესანიშნავად დაიწყო - ორი წმინდა მოგება ეგვიპტელ რამადან დარვიშთან და კანადელ შადი ელნაჰასთან. მაგრამ ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ძიუდოისტ აარონ ვოლფთან დამარცხდა.
კიდევ არსებობდა ბრინჯაოს მედლის აღების შანსი, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.
ნინო სალუქვაძე - პისტოლეტით სროლა, 25 მ
ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე
ტოკიოს თამაშებზე ნინო სალუქვაძე ერთხელ უკვე წარდგა, მაგრამ მისი შედეგი საუკეთესოსგან შორს იყო. სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988) სუსტად იასპარეზა 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში და ფინალში მოხვედრა ვერ შეძლო.
სალუქვაძეს აქვს მედლის აღების მეორე შანსი - 25 მეტრიან დისტანციაზე სროლა სპორტული პისტოლეტით. პირველ კვალიფიკაციაში (სამი მისვლა ათ-ათი გასროლით) ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა დააგროვა 291 ქულა (94, 98, 99) და შემაჯამებელ ოქმში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მეორე კვალიფიკაცია (სწრაფი სროლა) 30 ივლისს შედგება. ორივე კვალიფიკაციის შედეგების ჯამის მიხედვით ფინალში რვა საუკეთესო მსროლელი მოხვდება. სპორტის ამ სახეობაში მედლები ამავე დღეს გათამაშდება.
30 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტსმენი: გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ესკერხან მადიევი (კრივი), სოფია შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) და ნინო სალუქვაძე.