https://sputnik-georgia.com/20210729/imdia-sxva-cxovrebaSi-SevZleb-gagaxaroT-lipartelianma-kariera-daasrula-252458254.html
„იმედია სხვა ცხოვრებაში მაინც შევძლებ გაგახაროთ“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
„იმედია სხვა ცხოვრებაში მაინც შევძლებ გაგახაროთ“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
Sputnik საქართველო
ვარლამ ლიპარტელიანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორია. ის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რამდენიმე წლის განმავლობაში კაპიტნობდა. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T19:47+0400
2021-07-29T19:47+0400
2021-07-29T23:06+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252458138_0:161:1239:858_1920x0_80_0_0_3a269eb882727e35322b5743c06168dd.jpg
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 32 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა, განცხადება სპორტსმენმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი, რომელიც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა, გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებს მადლობას უხდის.„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს“, - წერს ლიპარტელიანი.ვარლამი გულშემატკივარს ემოციურად მიმართავს და წუხს, რომ მათი გახარება ოლიმპიადაზე გამარჯვებით ვერ მოახერხა და ის დღეიდან სპორტულ კარიერას აღარ გააგრძელებს.ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე
„იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ”, - წერს კაპიტანი.ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ორი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე ის იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა. გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური ბრინჯაოს მოსაპოვებლად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვს შეხვდა და ორთაბრძოლა ამჯერადაც ვარლამის მარცხით დასრულდა.ვარლამ ლიპარტელიანი სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2014, 2016), ის ექვსჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა (2009, 2010, 2013, 2015, 2019, 2021), ერთხელ კი ბრინჯაო მოიპოვა (2011).ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ დაეუფლა ვერცხლის მედალს (2013, 2017, 2018), ასევე სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2014, 2015, 2021). ის ორჯერ გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებული (2015, 2019), ხოლო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე სამი მოგებული „მასტერსი“, ხუთი „გრან სლემი“ და ხუთი „გრან-პრია“.
https://sputnik-georgia.com/20210729/liparteliani-brinjaos-medlistvis-damarcxda-252454365.html
https://sputnik-georgia.com/20210729/liparteliani-iaponeltan-damarcxda-252452998.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252458138_155:150:1216:946_1920x0_80_0_0_633cb3d37029fee381c5c34dc80e178b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
„იმედია სხვა ცხოვრებაში მაინც შევძლებ გაგახაროთ“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
19:47 29.07.2021 (განახლებულია: 23:06 29.07.2021) ვარლამ ლიპარტელიანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორია. ის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რამდენიმე წლის განმავლობაში კაპიტნობდა.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 32 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა, განცხადება სპორტსმენმა საკუთარ
Facebook-გვერდზე გაავრცელა.
ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი, რომელიც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა, გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებს მადლობას უხდის.
„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს“, - წერს ლიპარტელიანი.
ვარლამი გულშემატკივარს ემოციურად მიმართავს და წუხს, რომ მათი გახარება ოლიმპიადაზე გამარჯვებით ვერ მოახერხა და ის დღეიდან სპორტულ კარიერას აღარ გააგრძელებს.
ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე
„იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ”, - წერს კაპიტანი.
ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ორი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე ის იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა. გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური ბრინჯაოს მოსაპოვებლად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვს შეხვდა და ორთაბრძოლა ამჯერადაც ვარლამის მარცხით დასრულდა.
ვარლამ ლიპარტელიანი სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2014, 2016), ის ექვსჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა (2009, 2010, 2013, 2015, 2019, 2021), ერთხელ კი ბრინჯაო მოიპოვა (2011).
ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ დაეუფლა ვერცხლის მედალს (2013, 2017, 2018), ასევე სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2014, 2015, 2021). ის ორჯერ გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებული (2015, 2019), ხოლო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე სამი მოგებული „მასტერსი“, ხუთი „გრან სლემი“ და ხუთი „გრან-პრია“.