დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ივლისი

© Pixabay / JillWellingtonქალი მინდორში
ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 29 ივლისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
მთვარე ვერძის ნიშანში გვმატებს ენერგიასა და იმპულსურობას, გვიბიძგებს თამაშის, კრეატივის, ურთიერთდაპირისპირებულის შერწყმისა და გარკვეული რისკისკენ. შესაძლებელია ნაცნობი სცენარით მუშაობა, მაგრამ რაღაც კორექტივების შეტანა მაინც მოგვიწევს. საჭიროა ყურადღება დეტალებისადმი, ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა. ამ დღეს არ ღირს მომსახურებასთან დაკავშირებული პროექტების, რთული მკურნალობის ან რემონტის დაწყება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ივლისი>>
ვერძი: ენერგიით ხარ აღსავსე, გაქვთ შემოქმედებითი განწყობა და სურვილი, რომ ის ნაცნობი მიმართულებით გამოიყენოთ. მაგრამ ცხოვრება ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს. ყველას არ მოგეცემათ საშუალება, რომ საყვარელი საქმიანობა განაგრძოთ. ბევრს მოუწევს განსხვავებულ რეჟიმში გადასვლა, თუმცა ამით ძირითადი გეგმები არ შეიცვლება. უბრალოდ, დღის განრიგში რაღაც შესწორებების შეტანა გახდება აუცილებელი.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
კურო: ვარსკვლავები გირჩევენ, დაივიწყოთ სიზანტე, იფიქროთ და იმოქმედოთ უფრო სწრაფად. დღის ამოცანები კარგ რეაქციას, ვარიანტებს შორის არჩევნის ოპერატიულად გაკეთებას, კრეატიულობას, საპირისპირო საკითხების გონებამახვილურად შეთავსებას მოითხოვს. არაა გამორიცხული, რომ რაღაც მომენტებში ადამიანებზე ან ვითარებაზე გახდეთ დამოუკიდებული და ორი ბოროტებიდან ნაკლების არჩევა და საწყისი ცუდი მასალისთვის ღირსეული ფორმის მიცემა მოგიწიოთ.
ტყუპი: აქტიურად ეკონტაქტეთ მეგობრებს, მათ შორის, ერთდროულად სხვადასხვა ჯგუფს. ძალზე აქტუალურია ამ დროისთვის კოლეგებთან (სხვა ქალაქებში და ქვეყნებში მცხოვრებთა ჩათვლით) და ახლო გარემოცვასთან კავშირი, მათ შორის მეზობლებთან, ყოველდღიურ თანამგზავრებთან, კურიერებთან, დაცვის თანამშრომლებთან და სხვა. გაითვალისწინეთ ეს, მით უმეტეს, რომ კომუნიკაბელურობა თქვენი ნიშნის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება კვლავ მოგიწიოთ არჩევნის წინაშე დადგომა ან ორი მიმართულების შეთავსება. შესაძლებელია მერყეობა მარშრუტებს, ინსტრუმენტებს, სამკურნალო პრეპარატებს, ტრანსპორტის სახეობებს შორის. არაა გამორიცხული, რომ ეს პროფესიული მოვალეობის ნაწილი იყოს. ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა არა მხოლოდ მიზანსწრაფულობა, არამედ მახვილგონივრულობაც. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კომპრომისი დროებითი ხასიათისაა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
ლომი: ხართ ენერგიული და მზად, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ ვითარება შეიცვალა და ახალი ტაქტიკაა საჭირო. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ქცევის მანერის, რეჟიმის ან საქმეების წარმოების სტილის შეცვლა. მაგალითად, უპრიანი იქნება, თუ უარს იტყვით სიჯიუტეზე, აგრესიაზე, ლიდერობის პრეტენზიაზე, გამოიჩენთ მეტ პრაქტიკულობას, მოქნილობას და ყურადღებას დეტალებისადმი.
ქალწული: თქვენთვის ორომტრიალის, ქაოსის, მომატებული საქმინობისა და ენერგიის გაცემის პერიოდი იწყება. კარგი იქნება, თუ ფიზიკურ ფორმაზე იზრუნებთ. ახალი საქმე შეიძლება დაიწყოსფორს–მაჟორით, გათამაშებით, შემოწმების ტესტით თქვენს ოსტატობაზე, კრეატიულობაზე. ნებისმიერი გზის დასაწყისში შეიძლება იჭოჭმანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ.
სასწორი: დღეს თქვენი წარმატება დიდად იქნება დამოკიდებული სხვების დახმარებაზე. ეს შეიძლება იყოს სპეციალიზებული სერვისი, პარტნიორული სოლიდარობა, ბავშვების, მეუღლისა თუ მეგობრის ზრუნვა. ბევრი თქვენგანი მშვიდად იგრძნობს თავს, თუ ერთობლივი საქმეები საიმედო ხელში იქნება. არ ღირს გაბრაზება, თუ დახმარების შედეგები არ მოგეწონათ – ახლა ბევრად მნიშვნელოვანია ყურადღებისა და მხარდაჭერის ფაქტი.
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
მორიელი: ორომტრიალში ჩაბმა მოგიწევთ, მაგრამ ეს ქაოსში რომ არ გადაიზარდოს, ყველაფერი მკაცრად წესებისა და ინსტრუქციების დაცვით უნდა გააკეთოთ, განსაკუთრებით, თუ საქმე, მაგალითად, სამშენებლო საქმეს, საძირკვლის ჩაყრას ეხება. ახალი ვითარება დეტალებზე ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს, ამაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული მომავალი საიმედოობა და ფუნქციონალობა. ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენი თუ თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მშვილდოსანი: ესაა სკრუპულოზური მუშაობის, პასუხისმგებლობის აღების დღე, ვიდრე გართობისა და მხიარულებისა. ასევე სასურველია დროის შემდგომი წარმატებების მოსამზადებლად გამოყენება, როგორიცაა კარიერაში წინსვლა, რემონტისთვის, სხვაგან საცხოვრებლად გადასვლისთვის, მკურნალობისთვის მომზადება. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ საერთო იდეას, ანამედ პრაქტიკულ დეტალებსაც.
თხის რქა: აჯობებს, თუ არ დაგეგმავთ ისეთ სამუშაოს, რომელიც ზედმეტ აკურატულობასა და მოთმინებას მოითხოვს. თუ გეგმა გაქვთ, წვრილმანებში შთაგონებას მიენდეთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობა მაშინვე შეწყვიტოთ, როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, ან ხვდებით, რომ მალე რაღაც გაგაღიზიანებთ და ამის გამო შესაძლებელია ჩხუბი, სკანდალი, წარუმატებლობა. შედეგებზე არ ინერვიულოთ – ერთი–ორ დღეში აანაზღაურებთ იმას, რასაც დღეს ვერ გააკეთებთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მერწყული: წარმატებული დღე გელოდებათ, თუ არ „ჩაიციკლებით“ დეტალებზე და არ იქნებით დამოკიდებული წარსულის მემკვიდრეობაზე. მთავარი საშიშორება სწორედ ადრინდელი ხარვეზებისა და შეცდომებისგან მოდის – ნებისმიერ მომენტში შეიძლება მათ გამო ნებისმიერი საქმის დაწყება გაფუჭდეს. თუ ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, შესაძლებელია წარუმატებლობის გამეორების ფარული შიშის გააქტიურება.
თევზები: კარგი იქნება, თუ მოკლე და გასაგებ ამოცანებს დაისახავთ, რომლებსაც თან ახლავს გეგმა და ინსტრუქცია. თამაში, რისკი, ვარიანტები მხოლოდ მოცემულ ფარგლებშია მისასალმებელი. არ აჰყვეთ მხნე ინდივიდუალისტურ განწყობას, უყურადღებოდ არ დატოვოთ შემოსული ინფორმაციები, ტექნიკური სერვისი. ბევრ შემთხვევაში პერსონალური მხარდაჭერა შეიძლება გუნდურმა გამოცდილებამ ჩაანაცვლოს.
ყველა ახალი ამბავი
0