დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ივლისი

© photo: Pixabay / Michelleraponiჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 28 ივლისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დილით სიზარმაცის შემოტევაა მოსალოდნელი, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის უნდა დავგეგმოთ. რაღაც სიახლეებმა შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგვაგდოს და ელვის სისწრაფით მოქმედება გახდეს საჭირო. სიფრთხილეა საჭირო, რადგან სასურველი შეიძლება რეალობად აღვიქვათ. დღის ბოლოს მთვარე მერკურში გვაიძულებს უსასრულო ლაპარაკს, ენერგიულ საქმიანობასა და „მთების გადადგმას“.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივლისი>>
ვერძი: ტყვიაზე უსწრაფესად უნდა იმოქმედოთ, რომ იღბალი ხელიდან არ გაუშვათ. თუ შესაძლებლობას დაინახავთ, ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ, იმოქმედეთ. ასევე ყურადღებით იყავით ინფორმაციებისა და საუბრების მიმართ. ზოგიერთ სიახლეს განწყობის ამაღლება შეუძლია და ზოგიერთს – თქვენი კალაპოტიდან ამოგდება. კარგი იქნება, თუ ახლობლებს მეტ დროს დაუთმობთ და ეტყვით მათ, თუ როგორ გიყვართ.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
კურო: საქმე გასაკეთებელია, ამიტომ რაღაც პირად საქმეებზე უარის თქმა მოგიწევთ იმისთვის, რომ გააკეთოთ ის, რაც მოგეთხოვებათ. თუ მეტი თანხის გამომუშავება გსურთ, დათანხმდით ახალ წინადადებას. კარგი დღეა ვალის დასაბრუნებლად, მიცემული სიტყვის შესასრულებლად – ეს პასუხისმგებლობის ტვირთისგან გაგათავისუფლებთ. პირად ფრონტზე აჯობებს, თუ პარტნიორს მოერგებით და საკუთარ ინტერესებს უკანა პლანზე გადაწევთ.
ტყუპი: თამამი და გაბედული, მტკიცე უნდა იყოთ და წარმატებას ნებისმიერ საქმეში მიაღწევთ. ასევე უნდა შეასრულოთ თქვენი სიტყვა, მიცემული პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფუჭებთ ურთიერთობებსაც და კარმასაც. არ შეუშინდეთ მნიშვნელოვან და რთულ თემებზე საუბარს – ახლა შეგიძლიათ კომპრომისის მოძებნა ნებისმიერ თანამოსაუბრესთან. საღამოს ეცადეთ, სტრესისგან სპორტის მეშვეობით გათავისუფლდეთ.
კირჩხიბი: შეებრძოლეთ რუტინასა და მოწყენილობას და შეეჭიდეთ იმ საქმეებს, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ ან დიდი საქციელისკენ გიბიძგებთ. ურთიერთობები თქვენს კარიერაზე იმოქმედებს – შესაძლებელია საინტერესო პარტნიორების გაცნობა, სპონსორების მოძებნა. კარგი დროა საკუთარ გეგმებსა და იდეებზე სასაუბროდ – ახლა თანამოსაუბრეებს შეუძლიათ კარგი რჩევების მოცემა და საგნებზე სხვა კუთხით შეხედვაში დახმარება.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: ერთ ადგილზე ჯდომა არ შეიძლება – აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ, ამიტომ შეიცვალეთ ადგილი, თანამოსაუბრეები, შეეჭიდეთ ახალ საქმეებს და დაეთანხმეთ შემოთავაზებულ წინადადებებს. კარგი იქნება შეცდომების გამოსწორება, ცხოვრების მოწესრიგება. თუ იზარმაცებთ, დამატებითი პრობლემებით დაისჯებით. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს.
ქალწული: დილით მუშაობის განწყობა საერთო არ გაქვთ, ამიტომ არ ღირს აჩქარება და უამრავი საქმის დახვავება. აჯობებს, საქმეებს დღის მეორე ნახევარში მიხედოთ, როდესაც ენერგია მომძლავრდება. მაგრამ თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ რამე სერიოზული, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი – ეს წარმატებასა და მოგებას მოგიტანთ. ასევე არას გარგებთ მოკრძალება და სიმორცხვე – დღეს მტკიცე და ჯიუტი მოქმედებებია საჭირო.
სასწორი: აქეთ–იქით კარგად მიმოიხედეთ – შეიძლება შესანიშნავი შესაძლებლობები დაინახოთ, მაგრამ ამ შესაძლებლობებს, სამწუხაროდ, ვარგისიანობის ვადა აქვს. მოასწარით და გამოიყენეთ ისინი. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის – შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ,რომლებიც შემდეგ თქვენი მეგობრები გახდებიან. არ მოდუნდეთ არც საღამოს – დაისვენეთ აქტიურად.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2019
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: საკითხები გუნდურად გადაწყვიტეთ, ითხოვეთ დახმარება ან რჩევა. ასევე მოუსმინეთ ინტუიციას – ის ეფექტურ და საინტერესო აზრს მოგაწოდებთ გადაწყვეტილების მისაღებად. ძალიან ცუდი იქნება ვინმეს გაკრიტიკება – შეიძლება კონფლიქტი აგორდეს ან კარგი ურთიერთობები გაიფუჭოთ. საღამოს განწყობის ამაღლება მცირე, მაგრამ სასიამოვნო შენაძენით შეგიძლიათ.
მშვილდოსანი: დადგა დრო, რომ თამამი იდეები რეალობად აქციოთ. ეცადეთ, მხარდამჭერთა გუნდი შემოიკრიბოთ, რომელიც დაგეხმარებათ, ირწმუნოთ საკუთარი თავი და რაღაცებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ. არ შეგეშინდეთ შეცდომის დაშვების – ეს თქვენი მომავალი სასარგებლო გამოცდილება იქნება. ცვლილებები პირად ფრონტზეც აუცილებელია – კმარა ურთიერთობების საკუთარი მხრებით ზიდვა, ენდეთ პარტნიორს და მოდუნდით.
თხის რქა: იაქტიურეთ და ეს ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებსა და ახალ ნაცნობობას მოგიტანთ. ასე რომ, წამოდექით და მთების გადადგმისთვის გაეშურეთ – ყველაფერი გამოგივათ. შესანიშნავი დღეა, როდესაც მიუახლოვდებით ოცნებას ან მიზანს – ეცადეთ, რომ სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოთ. ამასთან, შესაძლოა სწორედ დღეს მიხვდეთ,როგორ გასწიოთ ეკონომია ან სწრაფად გამოიმუშაოთ დიდი თანხა.
ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2019
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დილით რაც არ უნდა ეცადოთ, თავს ვერაფერს აიძულებთ, ძალები მხოლოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება. ამიტომ საღამო ძალიან ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ – იმუშავეთ და გადაჭერით რთული საკითხები. შესაძლოა, შეძლოთ რამე საქმის „მკვდარი წერტილიდან დაძვრა დან რომელიმე ძველ ნაცნობობაში პერსპექტივები დაინახოთ, ამიტომ განეწყვეთ პოზიტიურად და მხოლოდ წინ იარეთ. საღამოს დასვენებისთვის დრო მოიტოვეთ.
თევზები: დღეს იმდენი ენერგია გაქვთ, რომ შეგიძლიათ ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. თუ საკუთარი თავის რწმენა გექნებათ, მთების გადადგმას შეძლებთ. მოუსმინეთ ნათესავებისა და კოლეგების რჩევებს – ზოგიერთ მათგანს თქვენი ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია. არ დაივიწყოთ ახლობლებისთვის თქმა, რომ ისინი ძალიან გიყვართ – მათ დიდი ხანია, თქვენგან ეს არმოუსმენიათ.
ყველა ახალი ამბავი
0