https://sputnik-georgia.com/20210729/ashsh-saelcho-gancxadebas-avrcelebs-252453589.html
აშშ-ის საელჩო: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკურ არასტაბილურობას აძლიერებს“
აშშ-ის საელჩო: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკურ არასტაბილურობას აძლიერებს“
Sputnik საქართველო
ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე, ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T14:55+0400
2021-07-29T14:55+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23794/15/237941537_0:0:3229:1816_1920x0_80_0_0_6278701048318a19b57ad35bb3de7436.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შეშფოთებულია პარტია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით – გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის 115-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. „ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკან გადადგმული ნაბიჯების გამო. ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.„მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების“ ერთგულების შესახებ საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომლებიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.„დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას“, – ნათქვამია განცხადებაში. საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმება სასარგებლო გზამკვლევია მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად.გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თავის დროზე შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210729/misheli-qartuli-ocnebis-gadawyvetilebaze-komentars-ar-aketebs-252452099.html
https://sputnik-georgia.com/20210728/arasamTavroboebi-miSelis-SeTanxmebidan-gasvla-warmoadgens-uars-evroatlantukur-kursze-252447923.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23794/15/237941537_0:0:2871:2153_1920x0_80_0_0_d3f49777cac9be12d8c7f23e68dc7730.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
აშშ-ის საელჩო: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკურ არასტაბილურობას აძლიერებს“
14:55 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე, ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შეშფოთებულია პარტია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით – გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან,
ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის 115-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს.
„ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკან გადადგმული ნაბიჯების გამო. ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების“ ერთგულების შესახებ საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომლებიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
„დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმება სასარგებლო გზამკვლევია მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად.
„ეს რეფორმები, რომლებიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თავის დროზე შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.