https://sputnik-georgia.com/20210728/arasamTavroboebi-miSelis-SeTanxmebidan-gasvla-warmoadgens-uars-evroatlantukur-kursze-252447923.html
არასამთავრობოები: მიშელის შეთანხმებიდან გასვლა წარმოადგენს უარს ევროატლანტიკურ კურსზე
არასამთავრობოები: მიშელის შეთანხმებიდან გასვლა წარმოადგენს უარს ევროატლანტიკურ კურსზე
Sputnik საქართველო
ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ კომპრომისულ დოკუმენტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი 19 აპრილს მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ... 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T19:30+0400
2021-07-28T19:30+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/29/248722999_0:230:3000:1926_1920x0_80_0_0_e1bc7bea2ec27c8fc46cc369d63ec285.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" უარი განაცხადა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს უარს დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.განცხადებას ხელს აწერს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI Georgia), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ (Shame movement), „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC), „საზოგადოება და ბანკები“ და სხვ.მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარტია მზადაა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები არა ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს, და ეს იქნება ხელისუფლების კეთილი ნება.ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე დღემდე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.
https://sputnik-georgia.com/20210728/zurab-japaridze-parlaments-tovebs-252445688.html
https://sputnik-georgia.com/20210728/ocneba-fsons-zrdis-252443908.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/29/248722999_0:40:3000:1926_1920x0_80_0_0_bc1ea3b5fa83739d478157f5150f68fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
არასამთავრობოები: მიშელის შეთანხმებიდან გასვლა წარმოადგენს უარს ევროატლანტიკურ კურსზე
19:30 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ კომპრომისულ დოკუმენტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი 19 აპრილს მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" უარი განაცხადა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს უარს დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI Georgia), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ (Shame movement), „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC), „საზოგადოება და ბანკები“ და სხვ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარტია მზადაა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები არა ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს, და ეს იქნება ხელისუფლების კეთილი ნება.
ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე დღემდე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.