ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
ჯაფარიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" უარი განაცხადა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
„ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე. მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემ მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება“, – დაწერა ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე. 
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, რომელიც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება, გამოჯანმრთელების შემდეგ გეგმავს პარლამენტს ოფიციალურად მიმართოს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარტია მზადაა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები არა ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს, და ეს იქნება ხელისუფლების კეთილი ნება.
ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ კომპრომისულ დოკუმენტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი 19 აპრილს მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით.
ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე დღემდე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“. 
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური