„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებით, კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უარს აცხადებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
„19 აპრილის შეთანხმების გაუქმებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს უბრუნდება და პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის წესრიგის ფარგლებში გაგრძელდება... „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პარტიას შეუძლია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, თუმცა ეს მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება იქნება.
მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან დავინახავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია“, – განაცხადა კობახიძემ. 
შეხვედრა პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
„შეწყვიტეთ თამაში!“ – რიკ დემსი ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს
როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„ასეთი გადაწყვეტილებები წინასწარ არ თანხმდება“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ კომპრომისულ დოკუმენტს ოპოზიციამ და მმართველმა ძალამ ხელი 19 აპრილს მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით.
ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე დღემდე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“. მიუხედავად ამისა, „ნაცმოძრაობა“ დოკუმენტზე ხელმომწერ ექვს ოპოზიციურ ძალასთან ერთად პარლამენტში შევიდა, თუმცა კრიზისი ამით არ ამოწურულა.
ივლისის დასაწყისში სამმა ოპოზიციურმა ფრაქციამ კვლავ გადაწყვიტა პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადება, რისი მიზეზიც თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გახდა, როდესაც ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული ტრავმების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მომხდარი ფაქტიდან ექვს დღეში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური