https://sputnik-georgia.com/20210728/ocneba-fsons-zrdis-252443908.html
„ოცნება" ფსონს ზრდის: ხმების 53%-ის მიღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება
„ოცნება" ფსონს ზრდის: ხმების 53%-ის მიღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება
Sputnik საქართველო
შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებდა. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T15:47+0400
2021-07-28T15:47+0400
2021-10-19T18:02+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948139_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_923bf0c2bae900325927765a563d3350.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები არა ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხარს უჭერს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე ხმების მინიმუმ 48%-ის აღებას გეგმავს. ამასთან, ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, რადგან მოსახლეობა იმედგაცრუებულია „ქართული ოცნებით“ და პატიოსან და სამართლიან არჩევნებზე ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. სავარაუდოდ, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს და ადრინდელი ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში დიდ დელეგაციას გამოგზავნის.
https://sputnik-georgia.com/20210728/--19-----252443813.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948139_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_eb59e4b9776e26d57c638f183ca9ad58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
„ოცნება" ფსონს ზრდის: ხმების 53%-ის მიღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება
15:47 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებდა.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები არა ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.
„მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხარს უჭერს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე ხმების მინიმუმ 48%-ის აღებას გეგმავს. ამასთან, ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, რადგან მოსახლეობა იმედგაცრუებულია „ქართული ოცნებით“ და პატიოსან და სამართლიან არჩევნებზე ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. სავარაუდოდ, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს და ადრინდელი ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში დიდ დელეგაციას გამოგზავნის.