https://sputnik-georgia.com/20210729/misheli-qartuli-ocnebis-gadawyvetilebaze-komentars-ar-aketebs-252452099.html
მიშელი დუმს: ევროსაბჭოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს
მიშელი დუმს: ევროსაბჭოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს
Sputnik საქართველო
რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს შარლ მიშელს საქართველოს მმართველი გუნდის მიერ მისი უშუალო მედიატორობით გაფორმებული შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით... 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T12:06+0400
2021-07-29T12:06+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378385_0:32:1500:876_1920x0_80_0_0_5bf7f9045ff0a5116bf08aeb15fcfbae.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების თაობაზე, განაცხადა კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სტრატეგიულმა მრჩეველმა იურეკ კუჩკიევიჩმა. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%–ზე ნაკლებს მიიღებს.შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210729/zurabishvili-sharl-mishels-shexvda-252451791.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378385_247:0:1415:876_1920x0_80_0_0_227ab6442bb6ca9b1773b498aaee0645.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
მიშელი დუმს: ევროსაბჭოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს
12:06 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს შარლ მიშელს საქართველოს მმართველი გუნდის მიერ მისი უშუალო მედიატორობით გაფორმებული შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების თაობაზე, განაცხადა კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სტრატეგიულმა მრჩეველმა იურეკ კუჩკიევიჩმა.
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%–ზე ნაკლებს მიიღებს.
„საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს აქტორებთან და ჩართულ პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი ამ ეტაპზე სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს," - დაწერა კუჩკიევიჩმა Twitter–ზე.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.