https://sputnik-georgia.com/20210729/zurabishvili-sharl-mishels-shexvda-252451791.html
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
Sputnik საქართველო
28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად... 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T11:27+0400
2021-07-29T11:27+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451081_0:0:1400:792_1920x0_80_0_0_e4a0a847e6dfec056ded1cb4499abc26.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, რომელზეც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს“, – წერია ზურაბიშვილის Facebook-გვერდზე.შეხვედრა საფრანგეთში გუშინ შედგა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოდის.შეხვედრის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.„მიშელის შეთანხმებიდან“ გამოსვლით საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებს.შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210729/evroparlamenti-saqarTveloSi-morigi-politikuri-krizisis-ganmuxtvas-Seecdeba-252451155.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451081_0:-1:1348:847_1920x0_80_0_0_17ceac230c633d0ea606310904adb2b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
11:27 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) 28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, რომელზეც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს“, – წერია ზურაბიშვილის
Facebook-გვერდზე.
შეხვედრა საფრანგეთში გუშინ შედგა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოდის.
შეხვედრის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
„მიშელის შეთანხმებიდან“ გამოსვლით საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებს.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.