კონტროლი და თვითშეგნება: როდის გადაივლის ქვეყანა ეპიდემიის პიკს გამყრელიძის პროგნოზით

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ყველანაირი გათვლებით ეპიდემიის პიკში ვართ და ვფიქრობთ, ის უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე ინფექციამ უკანსვლა უნდა დაიწყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ვრცელდება ე.წ. ინდური შტამი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში ცირკულირებს. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი აზრით, ეს კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია - 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია.
„ეპიდგაუარესების შეჩერების მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა არსებობს: მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა. ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა. მთავარია რეკომენდაციების აღსრულება და ეს მარტო შოლტითა და მათრახით არ უნდა აღსრულდეს! ერთი მხრივ, ეს უნდა იყოს კონტროლი და, მეორე მხრივ, თვითშეგნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
იშვიათად, მაგრამ მაინც: ვაქცინირებულებს „დელტა“ შტამის გადადება შეუძლიათ
საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის 3.141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიიდან დღემდე გამოვლინდა ინფიცირების 410 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 377 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5.751 ადამიანი.
28 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 432.795 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 144.222 ადამიანი
ყველა ახალი ამბავი
0