https://sputnik-georgia.com/20210728/gavaramia-Jurnalistebi-romlebic-saprotesto-aqciebs-marTavdnen-studiebs-daubrundebian-252449083.html
გვარამია: ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, სტუდიებს დაუბრუნდებიან
გვარამია: ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, სტუდიებს დაუბრუნდებიან
Sputnik საქართველო
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქუჩაში გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი... 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T21:59+0400
2021-07-28T21:59+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757728_0:81:3000:1769_1920x0_80_0_0_fbd390bb7f897f287f3ffcb00a3238f9.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მედიამ ხელისუფლების მწვავე კრიტიკა საკუთარ ეთერში უნდა განაგრძოს.ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ამის მიზეზი გახდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა. ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შეთანხმების პუნქტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს.გვარამიას განცხადებით, ის ჟურნალისტები, რომლებიც ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ, სტუდიებს დაუბრუნდებიან.„მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესებმა მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს", – განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.გარდა ამისა, „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ყურადღებით ადევნონ თვალი მედიის სარეკლამო კომპანიებში დაწყებულ ფინანსური შემოწმების პროცესს.გუშინ ნიკა გვარამიამ ხელისუფლება დაადანაშაულა ტელეარხზე ზეწოლაში, რადგან შემოსავლების სამსახური ტელეარხის „გაყიდვების სახლში“ შევიდა. შემოსავლების სამსახურში ზეწოლის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და აღნიშნეს, რომ ამოწმებენ სარეკლამო კომპანიას და არა ტელეკომპანიას.რაც შეეხება ჟურნალისტების პროტესტს, ის თბილისში 5 ივლისის შემდეგ დაიწყო, როდესაც „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიერ მოწყობილი კონტრაქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. არეულობის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.
https://sputnik-georgia.com/20210728/arasamTavroboebi-miSelis-SeTanxmebidan-gasvla-warmoadgens-uars-evroatlantukur-kursze-252447923.html
https://sputnik-georgia.com/20210727/Semosavlebis-samsaxuri-sareklamo-komoanias-amowmebs-mTavari-arxi-aRSfoTebulia-252439597.html
https://sputnik-georgia.com/20210728/-----------252448645.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757728_268:0:2733:1849_1920x0_80_0_0_791e6ada5ccfb61d49027dc828e7890d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გვარამია: ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავდნენ, სტუდიებს დაუბრუნდებიან
21:59 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქუჩაში გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებისა და მონაწილე პირების დასჯა მოითხოვეს.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მედიამ ხელისუფლების მწვავე კრიტიკა საკუთარ ეთერში უნდა განაგრძოს.
ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ამის მიზეზი გახდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა. ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შეთანხმების პუნქტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს.
გვარამიას განცხადებით, ის ჟურნალისტები, რომლებიც ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ, სტუდიებს დაუბრუნდებიან.
„მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესებმა მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს", – განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ყურადღებით ადევნონ თვალი მედიის სარეკლამო კომპანიებში დაწყებულ ფინანსური შემოწმების პროცესს.
გუშინ ნიკა გვარამიამ ხელისუფლება დაადანაშაულა ტელეარხზე ზეწოლაში, რადგან შემოსავლების სამსახური ტელეარხის „გაყიდვების სახლში“ შევიდა. შემოსავლების სამსახურში ზეწოლის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და აღნიშნეს, რომ ამოწმებენ სარეკლამო კომპანიას და არა ტელეკომპანიას.
რაც შეეხება ჟურნალისტების პროტესტს, ის თბილისში 5 ივლისის შემდეგ დაიწყო, როდესაც „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიერ მოწყობილი კონტრაქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. არეულობის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.