https://sputnik-georgia.com/20210727/Semosavlebis-samsaxuri-sareklamo-komoanias-amowmebs-mTavari-arxi-aRSfoTebulia-252439597.html
შემოსავლების სამსახური სარეკლამო კომპანიას ამოწმებს - „მთავარი არხი“ აღშფოთებულია
შემოსავლების სამსახური სარეკლამო კომპანიას ამოწმებს - „მთავარი არხი“ აღშფოთებულია
Sputnik საქართველო
„სარეკლამო სააგენტო, რომლის შემოწმებაც მიმდინარეობს, სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, აცხადებენ შემოსავლების... 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T23:42+0400
2021-07-27T23:42+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251145447_0:0:3069:1734_1920x0_80_0_0_074e2e69edc745aa726444b0de14eb4d.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ხელისუფლება დაადანაშაულა ზეწოლაში სარეკლამო კომპანიაში საგადასახადო შემოწმების გზით, ხოლო საგადასახადო სამსახურში უარყვეს, რომ შემოწმება ტელეარხს ეხება.„საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი „გაყიდვების სახლში“. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ „გაყიდვების სახლში“ შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გვარამიამ.მან ხელისუფლება დაადანაშაულა ტელეარხზე ზეწოლაში, რომელიც საგადასახადო სამსახურის ხელით ხორციელდება.შემოსავლების სამსახურში ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ამოწმებენ სარეკლამო კომპანიას და არა ტელეკომპანიას.„საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.ამასთან შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. გარდა ამისა, ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.შემოსავლების სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ შემოწმება დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება და ტელეკომპანიაში უშუალოდ არავინ შესულა.„ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.„მთავარი არხი“ ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ტელეარხია. ორი კვირის წინ ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სხვა ოპოზიციური არხების ხელმძღვანელობასთან ერთად ღიად მოითხოვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას.
https://sputnik-georgia.com/20210726/eqspertizis-biuro-mtavar-arxs-pasuxobs-252422977.html
https://sputnik-georgia.com/20210723/mtavarma-arxma-tea-wulukians-prokuraturashi-ucivla-252407213.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251145447_0:0:3069:1928_1920x0_80_0_0_6969fa6059ff5dd5904043b5216ca578.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემოსავლების სამსახური სარეკლამო კომპანიას ამოწმებს - „მთავარი არხი“ აღშფოთებულია
23:42 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) „სარეკლამო სააგენტო, რომლის შემოწმებაც მიმდინარეობს, სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ხელისუფლება დაადანაშაულა ზეწოლაში სარეკლამო კომპანიაში საგადასახადო შემოწმების გზით, ხოლო საგადასახადო სამსახურში უარყვეს, რომ შემოწმება ტელეარხს ეხება.
„საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი „გაყიდვების სახლში“. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ „გაყიდვების სახლში“ შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გვარამიამ.
მან ხელისუფლება დაადანაშაულა ტელეარხზე ზეწოლაში, რომელიც საგადასახადო სამსახურის ხელით ხორციელდება.
შემოსავლების სამსახურში ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ამოწმებენ სარეკლამო კომპანიას და არა ტელეკომპანიას.
„საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ამასთან შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. გარდა ამისა, ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.
შემოსავლების სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ შემოწმება დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება და ტელეკომპანიაში უშუალოდ არავინ შესულა.
„ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მთავარი არხი“ ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ტელეარხია. ორი კვირის წინ ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სხვა ოპოზიციური არხების ხელმძღვანელობასთან ერთად ღიად მოითხოვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას.