https://sputnik-georgia.com/20210726/eqspertizis-biuro-mtavar-arxs-pasuxobs-252422977.html
ყველაფერი დროულად გაკეთდა – ექსპერტიზის ბიურო „მთავარ არხს" პასუხობს
ყველაფერი დროულად გაკეთდა – ექსპერტიზის ბიურო „მთავარ არხს" პასუხობს
Sputnik საქართველო
ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რითიც უარყო ოპოზიციური ტელეკომპანიის ინფორმაცია იმის... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T13:50+0400
2021-07-26T13:50+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24680/68/246806867_0:0:3000:1698_1920x0_80_0_0_34d11024db928e54aa6027a6872e8619.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში დროულად იქნა შემოყვანილი და დადგენილი პროცედურების შესაბამისად დარეგისტრირებული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ექსპერტიზის ბიუროს პრეს-სამსახური გამოეხმაურა კვირას, 25 ივლისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გადაცემა „პოსტფაქტუმში" გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში 1 საათისა და 15 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს და მანამდე ავტომანქანა მისი ცხედრით არა ექსპერტიზის ბიუროში, არამედ სხვა მიმართულებით – გლდანის ხიდებისკენ წავიდა. „თუ გავითვალისწინებთ საჯაროდ გავრცელებულ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებს, სადაც ასახულია ლექსო ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება, რაც მოხდა დაახლოებით 11:00 საათზე, ცალსახაა, რომ ცხედარი ბიუროში რამდენიმე წუთში მოასვენეს, რაც დადასტურებულია როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით", – ნათქვამია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში 11:18 წუთზე, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დარეგისტრირდა, აღნიშნავენ ბიუროში.„სამწუხაროა, რომ Post Factum-ის ჟურნალისტის მიერ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც შეურაცხმყოფელია და რეპუტაციის შემლახველი ბიუროს საქმიანობის და აქ დასაქმებული ექსპერტების მიმართ", – აღნიშნულია განცხადებაში.ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა.ცემის შემდეგ ოპერატორს ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო. როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაელოდა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას და უკვე გამოთქვა ვერსია, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული პრეპარატის ზედოზირებაა.ტელეოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქუჩაში გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებისა და მონაწილე პირების დასჯა მოითხოვეს.თავის მხრივ, ხელისუფლებამ ძალადობა დაგმო, თუმცა ოპოზიციური მედია მოვლენების დრამატიზებასა და იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი "პოლიტიკური პარტიების დამატება" გახდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210725/leqso-laSqaravas-cemis-faqtze-brali-kidev-erT-pirs-waredgina-252417958.html
https://sputnik-georgia.com/20210719/narkorealizators-brali-waredgina-252362003.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24680/68/246806867_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_427c421ea0b27909ef84b034ab2f0491.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ყველაფერი დროულად გაკეთდა – ექსპერტიზის ბიურო „მთავარ არხს" პასუხობს
13:50 26.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რითიც უარყო ოპოზიციური ტელეკომპანიის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში დაგვიანებით შეიყვანეს.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში დროულად იქნა შემოყვანილი და დადგენილი პროცედურების შესაბამისად დარეგისტრირებული,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპერტიზის ბიუროს პრეს-სამსახური გამოეხმაურა კვირას, 25 ივლისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გადაცემა „პოსტფაქტუმში" გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში 1 საათისა და 15 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს და მანამდე ავტომანქანა მისი ცხედრით არა ექსპერტიზის ბიუროში, არამედ სხვა მიმართულებით – გლდანის ხიდებისკენ წავიდა.
„თუ გავითვალისწინებთ საჯაროდ გავრცელებულ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებს, სადაც ასახულია ლექსო ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება, რაც მოხდა დაახლოებით 11:00 საათზე, ცალსახაა, რომ ცხედარი ბიუროში რამდენიმე წუთში მოასვენეს, რაც დადასტურებულია როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით", – ნათქვამია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.
ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში 11:18 წუთზე, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დარეგისტრირდა, აღნიშნავენ ბიუროში.
„სამწუხაროა, რომ Post Factum-ის ჟურნალისტის მიერ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც შეურაცხმყოფელია და რეპუტაციის შემლახველი ბიუროს საქმიანობის და აქ დასაქმებული ექსპერტების მიმართ", – აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა.
ცემის შემდეგ ოპერატორს ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაელოდა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას და უკვე გამოთქვა ვერსია, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული პრეპარატის ზედოზირებაა.
ტელეოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქუჩაში გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებისა და მონაწილე პირების დასჯა მოითხოვეს.
თავის მხრივ, ხელისუფლებამ ძალადობა დაგმო, თუმცა ოპოზიციური მედია მოვლენების დრამატიზებასა და იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი "პოლიტიკური პარტიების დამატება" გახდნენ.