ნარკორეალიზატორს, რომელმაც ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა, ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში დადო პირველადი დასკვნა, სადაც მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებების კვალზე საუბრობს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ფონიჭალის დასახლების მკვიდრს, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის მიყიდვაშია ეჭვმიტანილი, ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. 
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 34 წლის მამაკაცს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან 10 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში უკანონოდ გაასაღა. მყიდველებს შორის იყო ტელეოპერატორი ლექსო ლაშქარავაც – ე.წ. „სირეცი“ ნარკომომხმარებლებმა 500 ლარად შეიძინეს. ნარკოტიკის დანარჩენ ნაწილს კი დაკავებული სახლში ინახავდა. პოლიციამ მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 9,4984 გრამი „ჰეროინი“ ამოიღო.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.
უწყების ცნობით, 17 ივლისს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე კიდევ 4 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 
ლექსო ლაშქარავას დაკრძალვა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გეჯაძე ლაშქარავაზე: უშუალოდ 5 ივლისს მიღებული თვალბუდის ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა
ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ვერსია, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული პრეპარატით ზედოზირებაა.
ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0