https://sputnik-georgia.com/20210727/serbeTma-qarTuli-vaqcinaciis-damadasturebeli-sertifikati-aRiara-252438172.html
სერბეთმა ქართული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აღიარა
სერბეთმა ქართული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აღიარა
Sputnik საქართველო
საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ პრობლემის გადაჭრაზე 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T20:37+0400
2021-07-27T20:37+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/06/239590619_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_12569ed5b0a930242263057b7a797716.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.„ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეებს საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, კოვიდ-პასპორტების გაფორმება იუსტიციის სახლის ფილიალებში შეუძლიათ. QR-კოდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სრული ვაქცინაციის გავლის შემდეგ - ორი დოზის მიღების შემდეგ ან ერთკომპონენტიანი ვაქცინით აცრის შემდეგ.როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ იმაზე, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 16 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 418.398 ადამიანმა გაიკეთა, აქედან 142.254 მოქალაქემ ვაქცინის სრული, ორი დოზა მიიღო.საქართველომ 2 ივლისს ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების 1 მილიონი დოზა მიიღო. გასულ კვირაში აშშ-დან ჩამოვიდა Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა, ლიეტუვიდან - AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა. ორივე ვაქცინა საქართველომ საჩუქრად მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20210527/ra-cnobas-gascems-saqarTvelo-orjer-acrilebze-251853646.html
https://sputnik-georgia.com/20210720/gamyreliZe-wiTel-zonaSi-gadavediT-252370970.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/06/239590619_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_8ebc579e843f9ab4d52f8b2b5603dd9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
სერბეთმა ქართული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აღიარა
20:37 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ პრობლემის გადაჭრაზე
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეებს საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, კოვიდ-პასპორტების გაფორმება იუსტიციის სახლის ფილიალებში შეუძლიათ. QR-კოდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სრული ვაქცინაციის გავლის შემდეგ - ორი დოზის მიღების შემდეგ ან ერთკომპონენტიანი ვაქცინით აცრის შემდეგ.
როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ იმაზე, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 16 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.
ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 418.398 ადამიანმა გაიკეთა, აქედან 142.254 მოქალაქემ ვაქცინის სრული, ორი დოზა მიიღო.
საქართველომ 2 ივლისს ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების 1 მილიონი დოზა მიიღო. გასულ კვირაში აშშ-დან ჩამოვიდა Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა, ლიეტუვიდან - AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა. ორივე ვაქცინა საქართველომ საჩუქრად მიიღო.