კოვიდ–პასპორტი თუ?.. რა ცნობას გასცემს საქართველო ორჯერადად აცრილებზე

© Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის მიღება აცრილ მოქალაქეებს იმ დაწესებულებაში შეუძლიათ,  სადაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებენ. 

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს ამცრელ სამედიცინო დაწესებულებებში ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის აღება შეუძლიათ.  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
რა ინფორმაციის შემცველი იქნება ქართული კოვიდ–პასპორტი: მინისტრის განმარტება

„მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის თუ გჭირდებათ ცნობა, რომ ხართ ორჯერადად აცრილი, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის გაცემა“, - თქვა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს შესაბამისი ცნობის მიღება იმ დაწესებულებაში შეუძლიათ,  სადაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებენ.  

„ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

უფრო ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის კოვიდ-პასპორტში ვაქცინაციის, ჩატარებული ტესტებისა და ავადმყოფობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია იქნება ასახული. მისი თქმით, ეს დოკუმენტი იქნება უცხოეთში მოგზაურობის მსურველთათვის.

ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, „კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვები მოიხსნას

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში, ისევე, როგორ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ამ ეტაპზე დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს და აღნიშნულ პროცესს საქართველო ერთ-ერთი პირველი დაასრულებს. 

თურნავას თქმით, პასპორტის მფლობელებისთვის მომავალში კოვიდ-შეზღუდვები შემსუბუქდება.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 125 601 ადამიანმა გაიკეთა, აქედან 19 392  მოქალაქემ ვაქცინის სრული, ორი დოზა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0