რა ინფორმაციის შემცველი იქნება ქართული კოვიდ–პასპორტი: მინისტრის განმარტება

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში კოვიდ-პასპორტს ვიზის ფუნქცია ექნება და გახდება ის დოკუმენტი, რომელიც ადამიანს მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქის კოვიდ-პასპორტში ვაქცინაციის, ჩატარებული ტესტებისა და ავადმყოფობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია იქნება ასახული, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, კოვიდ-პასპორტის საბოლოო კონცეფცია უახლოეს დროში იქნება წარმოდგენილი და დამტკიცებული.

„დოკუმენტს ექნება როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ვერსია. მასში მოცემული იქნება სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის იყო პირი ვაქცინირებული, ჩაიტარა თუ არა PCR–ტესტი, როგორია ტესტის შედეგი, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული სრული ისტორია. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება უცხოეთში მოგზაურობის მსურველთათვის“, – განაცხადა თურნავამ. 

კოვიდ-პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
საქართველოში კოვიდ-პასპორტები შემოდის

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში, ისევე, როგორ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ამ ეტაპზე დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს და აღნიშნულ პროცესს საქართველო ერთ-ერთი პირველი დაასრულებს.

„სხვა ქვეყნები, ისევე, როგორც ჩვენ, ანალოგიურ დოკუმენტზე მუშაობენ, ამ საკითხზე ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც წარადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის ადაპტირებულ, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ მექანიზმს“, – განაცხადა თურნავამ. 

მინისტრის თქმით, პასპორტის მფლობელებისთვის მომავალში კოვიდ-შეზღუდვები შემსუბუქდება.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველო კოვიდ-პასპორტზე მუშაობას იწყებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გაცემული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირში გაცემული დოკუმენტის ანალოგი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0