გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მოსწავლეები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ! „დელტა" შტამი ბავშვებს განსაკუთრებით აზიანებს
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში ვირუსი 2600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი – 1.557 თბილისში დაფიქსირდა.
გამყრელიძის განმარტებით, ჯონს ჰოპკინსის რუკის მიხედვით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის საფუძველია და ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.
„ჩვენ ახლა ვართ იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, დაახლოებით 17 მაისს. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
ღარიბაშვილი: 2.616 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება
ასევე ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზეა შესაძლებელი. აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები. გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზე.
პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 390.945 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 367.130 ადამიანი, გარდაიცვალა 5.592 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0