https://sputnik-georgia.com/20210726/sawurblias-mRvimis-niadagSi-adamianis-mglisa-da-bizonis-geni-ipoves-252428162.html
საწურბლიას მღვიმის ნიადაგში ნაპოვნი ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენები გაიშიფრა
საწურბლიას მღვიმის ნიადაგში ნაპოვნი ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენები გაიშიფრა
Sputnik საქართველო
Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას აღწერს. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T21:09+0400
2021-07-26T21:09+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252427679_0:378:2048:1536_1920x0_80_0_0_87f2c1a1d36a25a38f6d58e42f3bed3b.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საწურბლიას მღვიმის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ნიადაგში აღმოჩენილია ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევებს ეყრდნობა. სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ.კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მასალის ანალიზების შედეგებს, რომელიც წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო ექსპედიციის მიერ არის მოპოვებული. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა.Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა აღნიშნული მასალა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტზე უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.კვლევამ გამოავლინა გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების shotgun მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინადაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.
https://sputnik-georgia.com/20210410/saqarTveloSi-msjavrdebulebisTvis-erovnul-muzeumSi-onlain-turi-moewyo-251427351.html
https://sputnik-georgia.com/20210717/sicocxle-da-sikvdili-didebuli-pompei-vanis-muzeumSi-gamofena-sazeimod-gaixsna-252348502.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252427679_0:248:2048:1536_1920x0_80_0_0_a7dd231812c5535d1de02ade4173e346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საწურბლიას მღვიმის ნიადაგში ნაპოვნი ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენები გაიშიფრა
21:09 26.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას აღწერს.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საწურბლიას მღვიმის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ნიადაგში აღმოჩენილია ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის
განცხადებაში.
სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევებს ეყრდნობა. სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ.
კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მასალის ანალიზების შედეგებს, რომელიც წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო ექსპედიციის მიერ არის მოპოვებული. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა.
Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.
შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა აღნიშნული მასალა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტზე უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.
კვლევამ გამოავლინა გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების shotgun მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.
აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინადაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.