თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის მუზეუმების ონლაინ ტური გრძელდება, ნათქვამია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის განცხადებაში.
ეროვნული მუზეუმის ონლაინ ექსკურსიის ფარგლებში, მსჯავრდებულები შუა საუკუნეების ხელოვნებას გაეცნენ. მათ ფრესკული მხატვრობის, ხატწერის, დამწერლობის ისტორიისა და ხელნაწერი წიგნების შექმნის ტექნოლოგიის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნულია განცხადებაში.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსგავს ინიციატივას მესამედ ახორციელებს.
მსჯავრდებულებში ხელოვნებისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, ონლაინ ტური ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან #5 და თელავის ისტორიული მუზეუმიდან #16 პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე წარმატებით განხორციელდა.