https://sputnik-georgia.com/20210726/saparlamento-sagamoZiebo-komisia-daskvnas-warmoadgens-arCevnebi-252420484.html
გაყალბდა თუ არა არჩევნები? კომისია დასკვნას წარმოადგენს
გაყალბდა თუ არა არჩევნები? კომისია დასკვნას წარმოადგენს
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნების გამოძიების დროებითი კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T11:13+0400
2021-07-26T11:13+0400
2021-10-19T18:02+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250126463_0:310:3074:2048_1920x0_80_0_0_cbed08250e2fe2f8f515a931fd6f047f.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებას ეხება, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ორშაბათს იქნება წარმოდგენილი.დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 17 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების კიდევ ერთი თვით გაგრძელებას. კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, ეს დიდი მოცულობის მასალის გამო გახდა აუცილებელი. მისი ინფორმაციით, კომისიის მუშაობის ფარგლებში ახსნა-განმარტებებისთვის დაახლოებით 40 პირი მოიწვიეს. ამას გარდა, კომისიის გადაწყვეტილებით პრობლემურ უბნებზე ამომრჩევლის ხმები ხელმეორედ დაითვალეს, გადათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცა.უფრო ადრე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კომისია ხმებს უბნების ნაწილზე გადაითვლის და თუ ეს შედეგები საქართველოს ცესკოს შედეგებთან 1%-ზე მეტით იქნება აცდენილი, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.ოპოზიციას მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღოს განხილვაშიმმართველმა პარტიამ ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღოს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში.„მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ ოპოზიციის ლიდერები კვლავ მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევიან დისკუსიას და სცადონ საკუთარი სიმართლის დამტკიცება.„სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა", – აღნიშნულია განცხადებაში.ოპოზიცია განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტია მონაწილეობას არ მიიღებს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში.„ჩვენი პოზიცია ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ არ ვცნობთ ამ კომისიას, მიგვაჩნია, რომ ეს არის ფარსი და ფარისევლობა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა, სენატი აფასებს ამ არჩევნებს, როგორც ძალიან მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარებულს და მათ შორის ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად დიაგნოზი", – განუცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.შესაბამისად, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს ამ კომისიას, მისი მუშაობის შედეგებს და არ აპირებს დასკვნის განხილვაში მონაწილეობას.„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ასევე განაცხადა, რომ პარტია არ ენდობა კომისიის მუშაობის შედეგებს.„რა თქმა უნდა, არ დავესწრებით (პლენარულ სხდომას), რადგან არანაირი ნდობა არ იყო ამ კომისიისადმი და ახლა ბოლო სხდომა იქნება თუ ბოლოს წინა სხდომა, ვერ ვხედავთ აზრს ამაზე დასწრების", – განუცხადა ჩიხლაძემ ჟურნალისტებს.
https://sputnik-georgia.com/20210513/sagamoziebo-komisia-mushaobas-agrzelebs-251720063.html
https://sputnik-georgia.com/20210225/sagamoZiebo-komisia-parlamenti-deputatebi-251002095.html
https://sputnik-georgia.com/20210419/opozicia-samomavlo-gegmebze-saubrobs-251508932.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250126463_0:116:3074:2048_1920x0_80_0_0_c9c50ea0beaa1cc2d89e3a9ea16edeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
გაყალბდა თუ არა არჩევნები? კომისია დასკვნას წარმოადგენს
11:13 26.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მმართველმა პარტიამ ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნების გამოძიების დროებითი კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებას ეხება, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ორშაბათს იქნება წარმოდგენილი.
დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 17 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების კიდევ ერთი თვით გაგრძელებას. კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, ეს დიდი მოცულობის მასალის გამო გახდა აუცილებელი. მისი ინფორმაციით, კომისიის მუშაობის ფარგლებში ახსნა-განმარტებებისთვის დაახლოებით 40 პირი მოიწვიეს. ამას გარდა, კომისიის გადაწყვეტილებით პრობლემურ უბნებზე ამომრჩევლის ხმები ხელმეორედ დაითვალეს, გადათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცა.
უფრო ადრე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კომისია ხმებს უბნების ნაწილზე გადაითვლის და თუ ეს შედეგები საქართველოს ცესკოს შედეგებთან 1%-ზე მეტით იქნება აცდენილი, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.
ოპოზიციას მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღოს განხილვაში
მმართველმა პარტიამ ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღოს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში.
„მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში", – ნათქვამია პარტიის
განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ ოპოზიციის ლიდერები კვლავ მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევიან დისკუსიას და სცადონ საკუთარი სიმართლის დამტკიცება.
„სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა", – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიცია განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტია მონაწილეობას არ მიიღებს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში.
„ჩვენი პოზიცია ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ არ ვცნობთ ამ კომისიას, მიგვაჩნია, რომ ეს არის ფარსი და ფარისევლობა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა, სენატი აფასებს ამ არჩევნებს, როგორც ძალიან მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარებულს და მათ შორის ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად დიაგნოზი", – განუცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
შესაბამისად, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს ამ კომისიას, მისი მუშაობის შედეგებს და არ აპირებს დასკვნის განხილვაში მონაწილეობას.
„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ასევე განაცხადა, რომ პარტია არ ენდობა კომისიის მუშაობის შედეგებს.
„რა თქმა უნდა, არ დავესწრებით (პლენარულ სხდომას), რადგან არანაირი ნდობა არ იყო ამ კომისიისადმი და ახლა ბოლო სხდომა იქნება თუ ბოლოს წინა სხდომა, ვერ ვხედავთ აზრს ამაზე დასწრების", – განუცხადა ჩიხლაძემ ჟურნალისტებს.