2020 წლის არჩევნები საქართველოში: საპარლამენტო კომისიის მუშაობის ვადა გაგრძელდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
კომისიას მუშაობის ვადა 17 მაისს ეწურება, თუმცა სხდომაზე კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე გახდა. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ბიუროს დღეს წარედგინება

დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე აირჩიეს კომისიის მდივანიც, რომელიც ოპოზიციური პარტია „ევროპული სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი გახდა. გარდა ამისა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული კომისიის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ, რადგანაც კომისიას საქმიანობის ვადა 17 მაისს ეწურება.

კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

„მიუხედავად „ქართული ოცნების“ არაერთგზის მოწოდებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა დღემდე არ წარმოადგინეს არც ერთი მტკიცებულება... იმის გათვალისწინებით, რომ 17 მაისს კომისიის უფლებამოსილება იწურება და ასევე ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი უკვე პარლამენტშია და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომისიის მუშაობის ვადა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის თქმით, კომისია საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„დამოუკიდებლად იმისა, ვინ შეუერთდება კომისიის მუშაობას, ვინ იტყვის უარს და ვინ სპეკულაციის გზას აირჩევს, ჩვენ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და წერტილს დავუსვამთ იმას, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განმარტებით, იგი არ აპირებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. მისი თქმით, ახლა საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა

„ვფიქრობ, რომ კომისიის ყველა წევრმა და შემქმნელმა იცოდა მისი აბსურდულობა. ჩვენ ეს ნაბიჯი გავიარეთ, შეთანხმებაზე ხელი მოწერილია, ახლა ველოდებით ჩვენი დანარჩენი კოლეგების ხელმოწერებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით 17 თებერვალს შეიქმნა. საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს.

არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ პარლამენტში 90 ადგილი მოიპოვა, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.

პარლამენტში დღევანდელი სხდომა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ტარდება. „ნაცმოძრაობას“ საკანონმდებლო ორგანოში 36 მანდატი აქვს. პარტიაში ჯერ კიდევ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0