დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ივლისი

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 26 ივლისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
მთვარისა და იუპიტერის შერწყმა თევზების ნიშანში აძლიერებს ემოციურობას და ინტიმური სივრცის მოთხოვნას. საქმეებსა და გეგმებში მოსალოდნელია პაუზა, დაყოვნება; არახელსაყრელი დროა აქტიურობისთვის, სჯობს მოლაპარაკებების, მივლინების, სარეკლამო აქციებისა და ბიუროკრატიული მუშაობის გადადება. კარგი დროა ოცნების, მუსიკის მოსმენის, ფილმების ნახვისთვის. გრძნობები ფაქიზია, მდიდარია წარმოსახვა, ადამიანებში მომატებულია გულმოწყალება, გულუხვობა. არის მინუსები – ნაადრევი იმედები, სუსტი ნებისყოფა, სიზარმაზე, ცრუ ალღო, ფულის ფლანგვის სურვილი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივლისი>>
ვერძი: ახლო მომავალთან დაკავშირებით შეიძლება შეცდომაში შეხვიდეთ. თუ საქმე გუნდურ პროექტს ეხება და დარწმუნებული ხართ, რომ მას საბოლოო წერტილი დაესვა, ცდებით. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ჯერ არ არის ამოწურული ცოტა ხნის წინანდელი მეგობრობა და მფარველობა. ერთი–ორი დღით უნდა შეანელოთ ტემპი, დააყოვნოთ განცხადებების გაკეთება, მოლაპარაკებები, ახალი შემოქმედებითი აქციები.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: დღეს მეოცნებე ადამიანებად გადაიქცევით, განსაკუთრებით, თუ შეყვარებული ხართ. ოცნებებში თავისუფალი რეჟისორები იქნებით საკუთარი წარმატებებისა. ფიქრები მშვენიერ მომავალზე შეიძლება შეერწყას წარმოსახვით სასიამოვნო მოგონებებს. კარგი დღეა სიყვარულისა და პასიური დასვენებისთვის, რომელიც დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია იღბლიანობის მომენტები და იმედისმომცემი მინიშნებები.
ტყუპი: საშიშია, რომ მირაჟს გაედევნოთ, მაგრამ ასევე არ ღირს იმედების წინასწარ „დამარხვა“, განსაკუთრებით კარიერის სფეროში. ახლა კარგი იქნება აზროვნების სტილისა და ურთიერთობების წრის შეცვლა. მნიშვნელოვანია, რომ არ აჰყვეთ ცდუნებებს, არ გახდეთ ცილისწამების, ინტრიგების, ცრურწმენების მსხვერპლი. ბევრ რამეს გადაწყვეტს მოთმინება, რწმენა, ნდობა. სასურველია საკვანძო კონტაქტებისთვის თავის არიდება.
კირჩხიბი: ვარსკვლავები იღბლიან დღეს გპირდებიან. თუ სურვილების ასრულება ყოვნდება, ნერვიულობა არ ღირს – საჭიროა მცირე პაუზა, რათა თქვენს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებისთვის ყველა პირობა მომზადდეს. თქვენ კი დამატებითი დრო გეძლევათ, რომ გამოასწოროთ შეცდომები, აღმოფხვრათ ხარვეზები, გაისტუმროთ ძველი ვალები. თუ ვინმესთან სასურველ კონტაქტს ვერ ამყარებთ, არ ღირს დაჟინება – ამ დროისთვის უკვე დაგვიანებულია.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
ლომი: დღეს სრულ სიცხადეს განვითარებულ მოვლენებში ნუ დაელოდებით, არ გაგაჩნიათ მათზე გავლენის მოხდენისთვის საჭირო ბერკეტები. არის დიდი ცდუნება, რომ ფული წამიერ სურვილებზე და სიამოვნებაზე დახარჯოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ვალის აღებას, ავანსის დახარჯვას და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ვერ მიიღებთ კაშკაშა შოუს, სადაც მთავარ როლს ასრულებთ. მოგიწევთ ჩრდილში ყოფნა. ნუ გარისკავთ, უკეთეს დროს დაელოდეთ.
ქალწული: გქონდეთ გარშემომყოფების სიკეთისა და დიდსულოვნების იმედი, მაგრამ ამაზე ფსონის დადება მაინც არასასურველია. შესაძლოა, ვინმეს პოზიცია ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და სიტუაციის ხედვა ცოტა შელამაზებულია. ბევრი თქვენგანი გააიდეალებს თავის პარტნიორს, ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს. ასევე მაღალია ალბათობა, რომ „ვარდისფერი სათვალით“ შეხედოთ სხვა ქვეყნის ან კულტურის წარმომადგენელს. ეცადეთ, ყველაფერს ფხიზელი თვალითა და ცივი გონებით შეხედოთ.
სასწორი: დღეს შესაძლოა, წინა პლანზე თქვენი ან სხვისი ჯანმრთელობა გამოვიდეს, დაინტერესება ავადმყოფობის მკურნალობით ან პროფილაქტიკით. ასევე შეიძლება გადაიდოს ვიზიტი ექიმთან, დიაგნოზის დაზუსტება. ბუნდოვანება გააძლიერებს თქვენს ეჭვებს, ყურადღებას მიაქცევთ ნებისმიერ მინიშნებას. არ ღირს სამკურნალო პრეპარატების ბოროტად გამოყენება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაელოდეთ პროფესიონალურ შედეგებს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა
მორიელი: ეს დღე იმედებით აგავსებთ სასიყვარულო და ასევე სხვა ზოგიერთ სფროში, როგორიცაა შემოქმედება, სწავლა, ბავშვების აღზრდა, უძრავი ქონების მართვა, დასვენების გეგმები. მაგრამ მოვლენების სწრაფად განვითარების იმედი ნუ გექნებათ, სანამ ამისთვის საფუძველს არ მოამზადებთ. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებთან მიმართებით, განსაკუთრებით თუ საქმე უცხოელებს უკავშირდება.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი ყურადღება შეიძლება მიიპყროს საოჯახო საქმეებმა, ეროვნულმა ტრადიციებმა ან ოჯახურმა საიდუმლოებებმა. ზოგიერთს განმარტოების ან სულიერი კერის მოძებნის სურვილი გაუჩნდება. გაძლიერდება სენტიმენტალურობა, სიყვარულის გრძნობა, ნოსტალგია, შესუსტდება ნებისყოფა, დღემ შეიძლება გიბიძგოთ თავის მოტყუების, პირფერობის, ცრურწმენების, ფულის ხარჯვისკენ.
თხის რქა: დღეს შეიძლება ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროში აღმოჩნდეთ, რომელიც ოცნებების ან მოგონებებისკენ გიბიძგებთ, განეწყოთ სენტიმენტალობის, სიკეთისა და თანაგრძნობისთვის. შესაძლებელია წარსულთან დაკავშირებული შეხვედრები, რაღაც იდუმალებით მოცული მინიშნებები. გაძლიერდება გაიდეალების სურვილი იმ ადამიანების, რომლებიც თქვენში სიმპათიას იწვევენ, იმედს გაძლევენ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2018
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
მერწყული: გაგიჭირდებათ რესურსების ეკონომია და „მადის“ კონტროლი. ესაა ემოციური და ფინანსური ფლანგვის დღე. ფული შეიძლება დაიხარჯოს წამლებზე, ქველმოქმედებაზე ან საჩუქრებზე, ნუგბარზე თუ ეგზოტიკურ სასმელებზე, ასევე საეჭვო მიზნებზე. ასე რომ, თუ არ გსურთ ხვალ ცარიელი საფულით გაიღვიძოთ, ანუ „ჯიბეგაფხეკილმა“, დღეს გონებას ძალა დაატანეთ და ყველა ჭირვეულ სურვილს ნუ აისრულებთ.
თევზები: დღეს სულიერ სიმაღლეებზე იდგებით და საკუთარ გრძნობებს არავის გაუმჟღავნებთ. ბევრი თქვენგანი დაიმალება საყვარელ „თავშესაფარში“. ამის მიზეზი გაქვთ – სიტუაცია გაურკვეველია, ბუნდოვანია სიკეთის მომტანი მინიშნებები, მოსალოდნელია სირთულეები საკუთარი პიროვენბსი არსში ჩაწვდომასთან დაკავშირებით. მოგეძალებათ სურვილი, ტანჯვას თავი აარიდოთ და მშვიდ და ბედნიერ მდგომარეობას მიაღწიოთ. 
ყველა ახალი ამბავი
0