დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივლისი

© Pixabay / 3422763ოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 25 ივლისია, კვირა. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღე აქტიურობისკენ განგვაწყობს, ქმნის ორიგინალურ საქმიან და „სათამაშო“ სიტუაციებს. სწორი გათვლებისა და შემოწმების შემდეგ შესაძლებელია ექსპერიმენტის ან გარიგების სწრაფად დასრულება. კარგია გუნდური მუშაობა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჯგუფისგან მხარდაჭერა ვერ მიიღოთ და დამოუკიდებლად მოგიწიოთ მუშაობა. შესაძლოა სასწრაფო საქმეების მოგვარება დაგჭირდეთ, მოსალოდნელია კონფლიქტები, ტრავმების მიღება. ფრთხილად იყავით ტექნიკასთან, სპორტულ, სათამაშო და ტურისტულ აღჭურვილობასთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი>>
ვერძი: კარგია, თუ დღეს ადამიანების გვერდით გაატარებთ, ან ირგვლივ განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იქნებით. ასეთი პოლიტიკა დაგეხმარებათ, რომ არ ჩაიკეტოთ, შეაგროვოთ მასალები შედარებისთვის, ობიექტურად შეაფასოთ პირადი მიღწევები და ის ზოგად სტანდარტებს შეუფარდოთ, ასევე ეს დაგანახებთ მკაფიო პერსპექტივებს და დაგეხმარებათ, რომ მუშაობა ნაცნობი უსაფრთხო გზით განაგრძოთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: დაძინებამდე ორგანიზებული, ამტანი და მიზანსწრაფული უნდა იყოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დატვირთვა სწორად გაანაწილოთ და კონფლიქტები მინიმუმამდე დაიყვანოთ. დღეს დიდია ჩხუბის, გადაღლისა და ტრავმების მიღების რისკი. გუშინდელი შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, მაგრამ მთლიანად მოხსნილი არ იქნება. შესაძლოა დადგეთ მეგობრობას, მოვალეობასა და ოჯახურ კავშირებს შორის არჩევნის წინაშე. საშიშია გადაჭარბებული სიჯიუტე.
ტყუპი: ყველაფერი აუცილებელი გაქვთ იმისთვის, რომ დღემ კარგად ჩაიაროს. დღევანდელ ვითარებებში იღბლიანად დაკავებული ნიშა დაგეხმარებათ, რომ დაძაბული და მოულოდნელი მოვლენებიდანაც კი სარგებელი მიიღოთ (ან თავიდან აირიდოთ მათში არსებული საზიანო მომენტები). კარგად დასრულდება გუშინდელი თავგადასავალი. მეგობრებთან, თანამგზავრებთან, კოლეგებთან და სხვასთან არცთუ მარტივი ურთიერთობები, დიდი ალბათობით, ჩხუბამდე არ მივა.
კირჩხიბი: ღამემდე იქნებით დამოკიდებული თქვენს ირგვლივ საზოგადოებაში შექმნილ ატმოსფეროზე. მარტოხელებს მოგიწევთ სოციალური მოვლენების საქმის კურსში ყოფნა. ზოგიერთ თქვენგანს ააღელვებს სენსაცია ვიწრო წრეში, ზოგიერთს – გლობალური მოვლენები და პროცესები. არ გაწყენთ სიფრთხილე ფინანსურ საქმეებში – მოსალოდნელია დანაკარგი ან ზარალი.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
ლომი: დღეს ფრთხილად მოქმედება გმართებთ. არ ღირს წამოყენებული პირობების იგნორირება – მიდის სერიოზული თამაში, ფიქსირდება სვლები. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიცვათ ბალანსი პირადსა და კოლექტიურს შორის, მოერიდოთ პერსონალურ ჩხუბს, არ დაუპირისპირდეთ ყველას; კონკურენტებთან ბრძოლა, საზოგადოებრივი საქმიანობა ფრთხილად აწარმოეთ, გადადეთ საჯარო გამოსვლები და ერთობლივი აქციები.
ქალწული: რთული იქნება თქვენი ესთეტიკური გემოვნების, გრძნობებისა და ჩვევებისთვის თავისუფლების მიცემა. გამოყოლილი იქნება გუშინდელი სისტემური შეზღუდვები, მაგალითად, დიეტის დაცვა, რეჟიმის დაცვა. არაა გამორიცხული, რომ დიდი ჯაფა დაგადგეთ სახლში – მოგიწიოთ დასუფთავება, ქაოსის მოწესრიგება, ყველაფრის ძველ კალაპოტში დაბრუნება.
სასწორი: დღეს კარგი იქნება, თუ ყველაფერში და მათ შორის გართობაშიც ზომიერებას დაიცავთ. არ ღირს ღონისძიებების ღამემდე გაჭიანურება და დატვირთვის მხრივ გონივრულის ფარგლებს გარეთ გასვლა. სჯობს, წინასწარ დააწესოთ რაღაც ჩარჩოები და დაიცვათ ისინი, ვიდრე ჯანმრთელობას შეუქმნათ საფრთხე. ასე შეინარჩუნებთ ასევე პროფესიონალურ ან სათამაშო, სპორტულ ფორმას, მოახერხებთ თქვენთვის საინტერესო მოვლენების გაკონტროლებას.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა
მორიელი: დღეს ძალზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საკუთარ მისწრაფებებსა და სხვის საჭიროებებს შორის. მოგიწევთ ანგარიში გაუწიოთ ოჯახის მიმართ ვალდებულებებს, საზოგადოების კანონებს, წესრიგს. სხვა შემთხვევაში გაიზრდება კონფლიქტებისა და სტრესის ალბათობა. სასურველია საკუთარი ჩვევების გაკონტროლება, ასევე სურვილის, რომ იყოთ ლიდერი, პროექტის სახე ან ერთპიროვნული ხელმძღვანელი.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ კონტაქტს ახლო გარემოცვასთან და შეძლებისდაგვარად ცხოვრების აქტიურ სტილს. რეკომენდებულია სპონტანურ მისწრაფებებზე აყოლა – ისინი გაგამხნევებთ და გონებას „გაგინიავებთ“, თუ ცუდი ფიქრები გეწვიათ. არ ღირს უარის თქმა ხანმოკლე მგზავრობაზე, სპორტულ აქტიურობაზე, ასევე გუშინდელი ღონისძიებების გაგრძელებაზე, მეგობრებთან ერთად ორიგინალურ თავგადასავლებზე.
თხის რქა: არ ღირს დაყოვნება, თუ ყველაფერი გათვლილი გაქვთ და მზად ხართ სარისკო სვლისთვის. დღეს ნებისმიერი ექსპერიმენტი კარგად დამთავრდება, თუ მოქმედების გეგმა უნაკლოა. შესაძლებელია ორიგინალური გარიგებები, სწრაფი გაყიდვები, მოულოდნელი აღმოჩენები. სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად ექსპერტები გირჩევენ, ყიდვამდე შეამოწმოთ ტექნიკა, ელექტრონიკა, სხვადასხვა ნივთი.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მერწყული: მოერიდეთ კამათს, ჩხუბს, კონფლიქტური სიტუაციის გაჭიანურებას, ასევე მწვავე კონკურენციასთან დაკავშირებულ ვითარებას. შეტევის ადეკვატური მოგერიებისთვის ბევრ თქვენგანს რესურსი არ ეყოფა, მარცხმა კი შეიძლება თქვენი სულიერი დათრგუნვა გამოიწვიოს. ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში არ მიიღოთ გამოწვევა და თავი აარიდეთ სხვის აგრესიასთან დაპირისპირებას.
თევზები: დღეს ვარსკვლავები სიმშვიდისა და პრივატულობის გარანტიას არ გაძლევენ. შესაძლოა, სიტუაციაზე  დამოკიდებული გახდეთ და იძულებით ჩაებათ ორომტრიალში. ბევრ თქვენგანს შეიძლება მოუწიოს სხვის საქმეებში ჩარევა, მეგობრების, ახლობლების თანაგრძნობა, საერთო პრობლემების გადაჭრა – მათ სჭირდებათ დახმარება, დაცვა და თქვენ ეს შეგიძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0