დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი

© courtesy of Shota Qacanashviliფშავი, მათურხევი
ფშავი, მათურხევი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 24 ივლისია, შაბათი. სავსე მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მთვარე და სატურნი მერწყულის ნიშანში მორალისა და კანონის ჩარჩოებში ყოფნას გვაიძულებენ, ამასთან კი ცხოვრება სიურპრიზებს ერთმანეთზე მიყოლებით გამოგვიგზავნის. ამიტომ მოსაწყენი დღე ნამდვილად არ იქნება. ვინც შეზღუდვებზე გადაბიჯებას შეეცდება, დაისჯება – მთელი დღე პრობლემებთან და უსიამოვნებებთან მოუწევს გამკლავება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთელი დღე ოცნებები გაგვიტაცებს, მაგრამ რამდენჯერაც ეს მოხდება, პლანეტები მაშინვე „ღრუბლებიდან მიწაზე დაშვებას“ გვაიძულებენ და პირქუშ რეალობას დაგვანახებენ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ივლისი>>
ვერძი: დღეს გულახდილი საუბრის განწყობაზე ხართ, მაგრამ ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ – ზოგიერთი საიდუმლო უნდა შეინახოთ, რათა ან თანამოსაუბრე არ გაანაწყენოთ, ან თქვენზე შთაბეჭდილება არ შეაცვლევინოთ. ასევე დღეს ათას წვრილმანზე გაამახვილებთ ყურადღებას და ამ დროს ერთ რამეზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ. აქედან გამომდინარე, შეცდომების თავიდან ასარიდებლად, ეცადეთ რთულ საქმეებს არ შეეჭიდოთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: დღეს ვარსკვლავები თქვენს ურთიერთობებს სიმტკიცეზე გამოცდიან, ამიტომ ზოგიერთ ახლობელთან ურთიერთობები ადვილი არ იქნება. ეცადეთ ამ პერიოდში მოთმინებით აღიჭურვოთ და გაიგოთ ამა თუ იმ საქციელის მიზეზი. ასევე კიდევ ერთი ქმედითი საშუალებაა საუბარი – ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს. გარისკვა კი დღეს ნამდვილად არ ღირს – შეიძლება დაკარგოთ არცთუ ცოტა ფული ან ახლობელი ადამიანი.
ტყუპი: ნერვები „წკიპზე“ გაქვთ. მოგიწევთ ათას საქმეზე ერთდროულად შეჭიდება, რთული საკითხების გადაწყვეტა, რათა ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამას გარდა, კავშირი მოგიწევთ ყველასთან და თითოეულთან ცალ–ცალკე. ასე რომ, შეარჩიეთ სწორი სიტყვები, რომ თანამოსაუბრე არ გაანაწყენოთ. მოკლედ, ნამდვილად რთული და დატვირთული დღე გელოდებათ, ამიტომ ხშირად გააკეთეთ ხანმოკლე შესვენებები და ამოისუნთქეთ.
კირჩხიბი: საქმეებში ხართ ყელამდე ჩაფლული, ბევრი მუშაობა მოგიწევთ. საუბრებზე ყურადღების გაფანტვა არას გარგებთ. ეცადეთ, ყველას აჩვენოთ, რომ ძალიან დაკავებული ხართ, რომ არ მოგაცდინონ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფულზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, რამეზე კარგი ეკონომია გააკეთოთ, ან ფული გამოიმუშაოთ. მაგრამ ეცადეთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ – ეს შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
ლომი: განეწყვეთ იმისთვის, რომ სწრაფად მოახდინოთ რეგირება და გადაწყვეტილებები წამში მიიღოთ. ამასთან, თითოეული მოქმედება კარგად მოფიქრებული უნდა იყოს. თუ ფიქრობთ, რომ „მისია შეუსრულებელია“, მაშინ სასიხარულო ამბავი გელოდებათ – დღეს ყველაფერია შესაძლებელი. მთავარია, გწამდეთ საკუთარი ძალების და ოპტიმისტურად განეწყოთ. პრობლემებიც მრავლად გექნებათ, ამიტომ გადაწყვიტეთ ისინი, რომელთა გადადება არ შეიძლება, დანარჩენს მერეც მიხედავთ.
ქალწული: დღეს წინა პლანზე თქვენი მოვალეობები გამოვა. ისინი თქვენთვის ძირითადად ნაცნობია და სისტემური ხასიათის, მაგრამ არც სიურპრიზებია გამორიცხული. ქცევის წესები შეიძლება საშინაო ან სამსახურებრივმა ვალდებულებებმა გიკარნახოთ. შესაძლოა, მოგიწიოთ დიეტის დაცვა, სახლის დასუფთავება ან ავადმყოფობის პროფილაქტიკა, მოვალეობის შესრულება ბავშვებზე, მეგობრების წინაშე და ა.შ.
სასწორი: განეწყვეთ იმისთვის, რომ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ – დღეს შეიძლება მიიღოთ ძალზე სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც თქვენს მომავალზე მოახდენს გავლენას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს წინადადება უცნობისგანაც კი მიიღოთ – ეს დიდ შესაძლებლობებს გააჩნეს თქვენს ცხოვრებაში. კარგი იქნება ურთიერთობები, ადამიანების გაცნობა, რაც მომავალში შეიძლება სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2019
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მორიელი: დღეს შეიძლება იმპულსებს აჰყვეთ და ეს კარგია – თქვენი გადაწყვეტილებების უმრავლესობა სწორი იქნება. ასევე სპონტანური საუბრები საინტერესო აზრებისა და გეგმებისკენ გიბიძგებთ. რაც ნამდვილად არ ღირს – ეს გულახდილობაა – არაფერ კარგს არ მოგიტანთ. განწყობას აგიმაღლებთ სახლის დალაგება–დასუფთავება, მცენარეებზე ზრუნვა და ა.შ.
მშვილდოსანი: მიჰყევით გეგმებს – დღეს გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თავად განკარგოთ თქვენი ცხოვრება და მიაღწიოთ იმას, რაზეც ოცნებობთ. ამასთან, ვარსკვლავები გირჩევენ, დრო აქტიურად გაატაროთ, მეგობრებს ეკონტაქტოთ. დახმარების თხოვნისთვის არასასურველი დროა – თუ გინდათ, კარგ შედეგებს მიაღწიოთ, თავად უნდა მოაგვაროთ საქმეები.
თხის რქა: დღეს განწყობა გაქვთ, რომ გარისკოთ, ჩაწვდეთ სიმართლეს და თქვენსას მიაღწიოთ. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოთოკოთ ამგვარი მისწრაფებები და საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე იზრუნოთ – ახლა დესტრუქციულად ფიქრობთ და მოქმედებთ. მიუხედავად ამისა, საერთო ენას ნებისმიერთან გამონახავთ. გამოიყენეთ ეს შანსი და დაუმეგობრდით ახლად გაცნობილ საინტერესო ადამიანებს.
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
მერწყული: მონოტონური სამუშაო ვერ აეწყობა – რაღაც შემოქმედებითი ამოცანები გჭირდებათ. ასე რომ, ეცადეთ, თითოეულ საქმეში რაღაც თქვენთვის საინტერესო აღმოაჩინოთ – ასე მალე და ადვილად გაუმკლავდებით ყველაფერს. არასტანდარტულმა ვითარებებმა შეიძლება მოულოდნელი რეაქციებისა და მოქმედებებისკენ გიბიძგოთ. ამას არ შეუშინდეთ, აჩვენეთ თავი, ყველაფერი გამოგივათ. სერიოზულ შეხვედრებზე კი აჯობებს, თუ ემოციებს „გამორთავთ“ – ისინი მხოლოდ ხელს შეგიშლით.
თევზები: ნერვები დაძაბული გაქვთ. გიჭირთ ერთ ადგილზე გაჩენერება, გინდათ გაქცევა, ფრენა, თქვენი ოცნებებისა და მიზნებისკენ ცურვა. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, დაშოშმინდეთ – არცთუ ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის, დიდია ალბათობა, რომ სერიოზული შეცდომები დაუშვათ. სჯობს, იმ საქმეებს მიხედოთ, რომლებიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გამოიძინეთ.
ყველა ახალი ამბავი
0