დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ივლისი

© courtesy of Kinchkha waterfallკინჩხის ჩანჩქერი
კინჩხის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 23 ივლისია, პარასკევი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ნეგატიური დღეა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ღიმილითა და ერთმანეთისთვის ქათინაურების თქმით; არავის უნდა მივცეთ დაუკითხავად რჩევა. თუ ვეცდებით, შეგვიძლია ირგვლივ მყოფებს ოპტიმიზმი „გადავდოთ“. მთვარე და მერკური ჩვენს ენებს ბოქლომს მოხსნის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ჩვენი სიტყვებით არავის ვაწყენინოთ. რამე ახლის დაწყება არცთუ კარგი იდეაა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი>>
ვერძი: ყველა მოლაპარაკება ხვალისთვის გადაიტანეთ – დღეს ყველა შეხვედრა შეიძლება სერიოზული სკანდალით დამთავრდეს. საერთო ენის გამონახვა რთული იქნება ახლობლებთანაც კი. აქედან გამომდინარე, ყველაზე უპრიანი იქნება განმარტოება. არ ღირს ასევე მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება. სიფრთხილეა საჭირო ფინანსებთან დაკავშირებით – დღეს რთულია თაღლითების ამოცნობა.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
კურო: მზად ხართ თავდაუზოგავი შრომისთვის, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ზომიერი, კომფორტული ტემპი მოირგოთ და არ იჩქაროთ. საქმე ისაა, რომ თუ იწრიალებთ, აქეთ–იქით მიედ–მოედებით, ენერგია ნახევარი ჩანაფიქრის განხორციელბაზეც არ გეყოფათ. არ ღირს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რამე კომპრომისს მიაღწიოთ ტქვენს თანამოსაუბრესთან.
ტყუპი: თქვენი იდეებით ირგვლივ ყველას „დამუხტვა“ შეგიძლიათ. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა, რადგან გეგმების განხორციელებაში დახმარება ბევრს შეუძლია. მუშაობის განწყობა კი ნაკლებად გაქვთ, ამიტომ მოგიწევთ ძალების მოკრება და მუშაობისთვის სერიოზულად მომზადება იმის გათვალისწინებით, რომ ვარსკვლავები მნიშვნელოვანი და რთული საქმეების სწორედ დღეს გაკეთებას გირჩევენ. საბედნიეროდ, პირად ფრონტზე ყველაფერი წესრიგშია.
კირჩხიბი: ნეგატივი იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. კონფლიქტი რომ არ მოხდეს, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ და შეთანხმდეთ. აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ, რათა არ გარისკოთ. ექსპერტები ასევე გირჩევენ, ახლობლები კი არ გააკრიტიკოთ, არამედ მხარი დაუჭიროთ. მათი ყველაზე გიჟური იდეაც კი შესაძლოა, მომგებიანი აღმოჩნდეს.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა
ლომი: ვერ ითმენთ, რომ იტყვიან, ხელები „გექავებათ“, რომ რაღაც ახალსა და საინტერესოს შეეჭიდოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა კიდევ მოიცადოთ, რადგან ახლა წამოწყებებისთვის სათანადო დრო არ არის. არაა გამორიცხული, რომ დღეს ვინმესთვის „არას“ თქმა მოგიწიოთ, ან რამეზე უარი თქვათ. არ ინერვიულოთ – ყოვლისშემძლე არ ხართ და სჯობს, რაღაცებზე დრო არ დაკარგოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ქალწული: დღეს ყველა შანსი გაქვთ, რომ დაუმკლავდეთ დაგროვებულ სამუშაოსა და პირად საქმეებს, ამიტომ დრო ფუჭად არ დაკარგოთ. მოუსმინეთ სხვა ადამიანებს – რომელიმემ, შესაძლოა, ძალზე ღირებული რჩევა მოგცეთ, ვინმემ – საინტერესო წინადადება შემოგთავაზოთ. საკუთარ თავზე ნაკლები ილაპარაკეთ, თუ არ გინდათ, რომ გაგაკრიტიკონ. ასევე კარგი იქნება გარემოებებზე აწყობა –არასტანდარტული სიტუაცია ბევრჯერ შეიქმნება.
სასწორი: დღეს თქვენი პირადი ცხოვრება ოჯახის წევრებს ძალიან შეაშფოთებს და გაუზიარებთ მათ თუ არა წუხილს, თქვენი საქმეა. თუ გინდათ, რომ უხერხულ საუბრებს თავი აარიდოთ, სახლში ნაკლები დრო გაატარეთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ მაღალია ჩხუბის რისკი. სამსახურში კი აქტიური და ინიციატივიანი უნდა იყოთ –ეს ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილებების მოხდენაში დაგეხმარებათ.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
მორიელი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალი წამოიწყოთ – აითვიოსოთ საინტერესო პროფესია, ჩაეწეროთ კურსებზე ან იყიდოთ წიგნი. მთავარია, რომ შემეცნებითი იყოს. რაც მთავარია, თუ მთელი გონებით ჩაერთვებით ამაში, მომავალში კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოთ. არაა გამორიცხული, რომ კვლავ წამოიჭრას პრობლემები, რომლებიც უკვე მოაგვარეთ. გააანალიზეთ სიტუაცია და გაერკვიეთ, რა გააკეთეთ არასწორად.
მშვილდოსანი: დაიწყეთ თქვენი ბიუჯეტის ეკონომია და დაგეგმვა. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ძალიან ბევრს ხარჯავთ და ზოგიერთ რამეზე უბრალოდ და თამამად უნდა თქვათ უარი. თან სულ მალე რაღაც მნიშვნელოვანზე თანხა დაგჭირდებათ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს – ვინმემ, შესაძლოა, ძალზე ღირებული რჩევა მოგცეთ, ვინმემ – საინტერესო წინადადება შემოგთავაზოთ. საკუთარ თავზე ნაკლები ილაპარაკეთ, თუ არ გინდათ, რომ გაგაკრიტიკონ.
თხის რქა: მოემზადეთ – ცხოვრება დღეს სიურპრიზებს გთავაზობთ და არასტანდარტულად მოგიწევთ აზროვნება, რათა ჩახლართულ ვითარებებში გაერკვეთ. ყველაფერი გამოგივათ, თუ თქვენს შემოქმედებით უნარებს სრულად აამუშავებთ. პრობლემები იქნება პირად ურთიერთობებშიც – ახლობლებიც კი შეეცდებიან თქვენი პირადი საზღვრების დარღვევას. ფრთხილად იყავით შემოთავაზებულ წინადადებებთან დაკავშირებით – სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2018
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა
მერწყული: დღეს ან ძალიან ბევრი სამუშაო გექნებათ, ან საერთოდ არა. ასეთი ვითარება სერიოზულად დაგძაბავთ. ეცადეთ, პოზიტიურად იაზროვნოთ და უარყოფითი ფიქრები განდევნოთ. არც ისე ცუდადაა ყველაფერი, როგორც გეჩვენებათ. დღეს განწყობა გაქვთ ისეთი, რომ ბუზის სპილოდ გადაქცევა შეგიძლიათ. გათავისუფლდით ემოციებისგან და სიტუაციას გონებით შეხედეთ – დარწმუნდებით, რომ სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა.
თევზები: ახლობლებთან კონფლიქტი მწიფდება. ფრთხილად იყავით ლაპარაკისა და მოქმედებების დროს, რომ არავინ გაანაწყენოთ და გააბრაზოთ. სამსახურში კი ყველაფერი კარგადაა – ყველაფერს მოასწრებთ და კიდევ ახალსაც დაიწყებთ, თუ არ მოცდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, სხეულსა და სულზე იზრუნოთ – ეწვიეთ ფიტნეს–კლუბს, მიიღეთ მეტი ხილ–ბოსტნეული, დალიეთ წყალი და ისეირნეთ ეს თქვენს საერთო მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ყველა ახალი ამბავი
0