https://sputnik-georgia.com/20210722/dRis-astroprognozi-zodiaqos-niSnebisTvis-22-ivlisi-252377121.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T00:15+0400
2021-07-22T00:15+0400
2021-07-22T09:23+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24522/86/245228644_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_65f14f3a1b3fd498227f2f6dec1ded5b.jpg
დღეს 2021 წლის 22 ივლისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.მთვარე მკაცრი თხის რქის ნიშანში მხიარულების, ქარაფშუტობისა და დასვენების წინააღმდეგია. დღეს მოგვიწევს ქანცგამოცლამდე მუშაობა და მხოლოდ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. შავი იუმორი, წვრილმანებზე გამოდევნება და კრიტიკა – ეს სამი საკვანძო საკითხია, რომელზეც აეწყობა ეს დღე. ამიტომ საჭიროა მოთმინებით აღჭურვა, რათა კოლეგებთან ჰარმონიული ურთიერთობები შევინარჩუნოთ. ურთიერთობები კიდევ ცალკე თემაა – ახლა ყველა კამათის, ჩხუბისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის ხასიათზეა. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ საუბრებს საერთოდ ავარიდებთ თავს.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივლისი>>ვერძი: მთავარია, ძალიან არ დაიძაბოთ. არ აიღოთ დამატებითი სამუშაო, გაეცალეთ უსიამოვნო ადამიანებს და უარი თქვით სპორტზე. დიდი ალბათობით, ვერ იპოვით საჭირო სიტყვებს, ამიტომ სჯობს, მოლაპარაკებებიც გადადოთ. ასევე არ ღირს ემოციებით მოქმედება – დიდია რისკი, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, იჩხუბოთ მნიშვნელოვან ადამიანებთან. აქედან გამომდინარე, საჭიროა რაციონალიზმის შენარჩუნება.კურო: თქვენს ცხოვრებას იდუმალი გარსი აქვს შემოკრული და დროა, კითხვებზე პასუხები იპოვოთ. ეძებეთ ინფორმაცია, დასვით კითხვები, შეხედეთ ვითარებას სხვადასხვა მხრიდან, გაიცანით ადამიანები – დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ სიმართლე იპოვოთ. შესაძლოა, რაღაც წინადადება შემოგთავაზონ – დიდი დაფიქრება არ გჭირდებათ, დათანხმდით, რადგან ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს ან ფულს, ან სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.ტყუპი: მოდუნდით და ანდეთ თქვენი ცხოვრება საყვარელ ადამიანს – დღეს პარტნიორი ბევრ საკითხში თქვენზე უკეთ გაერკვევა. ამიტომ ნუ დახარჯავთ ზედმეტად დროსა და ძალებს. მოემზადეთ თავბრუდამხვევი წინადადებებისთვის – ისინი მრავლად იქნება და მათ შორის, ძალზე პერსპექტიულები. ასე რომ, არ შეუშინდეთ დათანხმებას და გწამდეთ საკუთარი ძალების – ყველაფერი გამოგივათ.კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ყველა საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ – შეძლებთ ყველაფრის გაკონტროლებას და ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა – შესაძლებელია წვრილმანი პრობლემების გაჩენა, რაც დაგძაბავთ. თუ მათ მალევე გადაჭრით, პრობლემებსაც სწარაფად გაუმკლავდებით. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ – მოერიდეთ ფულის ზედმეტ და არასაჭირო ხარჯვას.ლომი: საქმეები ზვავივით დაგატყდებათ თავს – სახლში გაჩნდება მცირე ყოფითი ამოცანები, სამსახურში რთული საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ, ადამიანები ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის. ამიტომ მოემზადეთ იმისთვის,რომ მთელი დღე შრომა მოგიწევთ. გელოდებათ დაძაბული საუბრები, ამიტომ ეცადეთ, დააკვირდეთ თანამოსაუბრის ემოციებს და მისთვის მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ.ქალწული: იმოძრავეთ თქვენთვის მოსახერხებელ ტემპში და არ დაიწყოთ ახალი საქმეები – დღეს არ გჭირდებათ ცვლილებები და ზედმეტი დატვირთვა. თუ საჩქარო საქმეები გაქვთ გასაკეთებელი, დაავალეთ ან სთხოვეთ სხვას და თქვენ შეძლებისდაგვარად დაისვენეთ – ბოლო დროს ბევრ მუშაობთ და ორგანიზმს ამოსუნთქვა სჭირდება. ასევე ექსპერტები გირჩევენ, შეწყვიტოთ ურთიერთობები, რომლებსაც თქვენთვის სიხარული უკვე აღარ მოაქვს.სასწორი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ – დღეს შეძლებთ მკვდარი წერტილიდან მათ დაძვრას. მაგრამ ძალები სწორად უნდა გაანაწილოთ – მოწყდით სოციალურ ქსელებს და ნაკლებად მიმართეთ კოლეგებს. ასევე არ ღირს ნერვიულობა, თუ ვინმესთან ურთიერთობები გაგიფუჭდათ – ეს დროებითი და მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. ძალიან გარგებთ, თუ არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლდებით.მორიელი: მუხლჩაუხრელად იმუშავეთ. დღეს ყველაზე რთულ საქმეებთან შეძლებთ გამკლავებას, თუ ფუჭ ლაპარაკსა და სოციალურ ქსელებზე არ დახარჯავთ დროს. იყავით აქტიური – ეს მოიზიდავს ცვლილებებსა და საინტერესო წინადადებებს. აჩქარება კი ამ დღეს არ ღირს – შესაძლოა, ბევრი შეცდომა დაუშვათ. რთულად აეწყობა სასიყვარულო ურთიერთობებიც – მოსალოდნელია კამათი და ჩხუბი.მშვილდოსანი: გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა სამომავლოდ – ახლა ამისთვის საუკეთესო დღე არაა. ასევე არ ღირს ბევრ საქმესთან შეჭიდება. აჯობებს, თუ ყურადღებას ერთ საკითხზე გაამახვილებთ. ურთიერთობები თავის ნაყოფს გამოიღებს – შეიძლება მოისმინოთ ეფექტური რჩევები, გაიგოთ ცინცხალი ამბები და მიიღოთ საინტერესო წინადადებები. ვარსკვლავები ფიზიკურ აქტიურობას გირჩევენ.თხის რქა: დადგა დრო, რომ არა მარტო სამომავლო გეგმები დააწყოთ, არამედ ამაზე მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანებთანაც ილაპარაკოთ. გათვალეთ ყველაფერი – ნამდვილად არ გჭირდებათ უსიამოვნო სიურპრიზები. დღეს კარგი დროა ურთიერთობებისთვის – შესაძლოა მოისმინოთ საინტერესო სიახლეები, ჭორები ან ღირებული რჩევები მიიღოთ. არ დაივიწყოთ ახლობლები და საყვარელი ადამიანი – მათ თქვენი დახმარება და კეთილი სიტყვები სჭირდებათ.მერწყული: პირველ რიგში – მუშაობა. დღეს მთელი თქვენი ყურადღება სამუშაო პროცესს უნდა მიაპყრათ, ყველაზე რთულ ამოცანებს – ამან, შესაძლოა, თქვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედოს. საუბრები კი მაინცდამაინც არ აეწყობა, ეცადეთ, ნაკლები ურთიერთობები გქონდეთ უცნობებთანაც და ახლობლებთანაც, რომ ზედმეტად არ იკამათოთ ან იჩხუბოთ. ასევე მოერიდეთ ფულის არამიზნობრივად დახარჯვას.თევზები: დღეს ემოციები არ მოგცემთ საშუალებას, რომ რთული საკითხები გადაწყვიტოთ და ვითარებას ფხიზლად შეხედოთ. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ პირად ურთიერთობებზე აისახება. სამსახურში კი საქმეები კარგად მიდის, ხელმძღვანელობა ამჩნევს თქვენს საქმიანობას. ვარსკვლავები გირჩევენ, ფიზიკურად იაქტიუროთ – თუ პირდაპირ გირებს არ მიადგებით, ირბინეთ ან ისეირნეთ მაინც.
https://sputnik-georgia.com/20210719/zodiaqo-vis-SeuZlia-Ralatis-patieba-252350478.html
https://sputnik-georgia.com/20180308/saukeTeso-dedmamiSvili-zodiaqos-niSnebis-top-sameuli-239590145.html
https://sputnik-georgia.com/20191023/zodiaqos-gulwrfeli-niSnebi-246813699.html
https://sputnik-georgia.com/20190219/miuwvdomeli-qalebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-244407556.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24522/86/245228644_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f69761b4fdb3a1a9b3fd13e42d1b23ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი
00:15 22.07.2021 (განახლებულია: 09:23 22.07.2021) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 22 ივლისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
მთვარე მკაცრი თხის რქის ნიშანში მხიარულების, ქარაფშუტობისა და დასვენების წინააღმდეგია. დღეს მოგვიწევს ქანცგამოცლამდე მუშაობა და მხოლოდ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. შავი იუმორი, წვრილმანებზე გამოდევნება და კრიტიკა – ეს სამი საკვანძო საკითხია, რომელზეც აეწყობა ეს დღე. ამიტომ საჭიროა მოთმინებით აღჭურვა, რათა კოლეგებთან ჰარმონიული ურთიერთობები შევინარჩუნოთ. ურთიერთობები კიდევ ცალკე თემაა – ახლა ყველა კამათის, ჩხუბისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის ხასიათზეა. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ საუბრებს საერთოდ ავარიდებთ თავს.
ვერძი: მთავარია, ძალიან არ დაიძაბოთ. არ აიღოთ დამატებითი სამუშაო, გაეცალეთ უსიამოვნო ადამიანებს და უარი თქვით სპორტზე. დიდი ალბათობით, ვერ იპოვით საჭირო სიტყვებს, ამიტომ სჯობს, მოლაპარაკებებიც გადადოთ. ასევე არ ღირს ემოციებით მოქმედება – დიდია რისკი, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, იჩხუბოთ მნიშვნელოვან ადამიანებთან. აქედან გამომდინარე, საჭიროა რაციონალიზმის შენარჩუნება.
კურო: თქვენს ცხოვრებას იდუმალი გარსი აქვს შემოკრული და დროა, კითხვებზე პასუხები იპოვოთ. ეძებეთ ინფორმაცია, დასვით კითხვები, შეხედეთ ვითარებას სხვადასხვა მხრიდან, გაიცანით ადამიანები – დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ სიმართლე იპოვოთ. შესაძლოა, რაღაც წინადადება შემოგთავაზონ – დიდი დაფიქრება არ გჭირდებათ, დათანხმდით, რადგან ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს ან ფულს, ან სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
ტყუპი: მოდუნდით და ანდეთ თქვენი ცხოვრება საყვარელ ადამიანს – დღეს პარტნიორი ბევრ საკითხში თქვენზე უკეთ გაერკვევა. ამიტომ ნუ დახარჯავთ ზედმეტად დროსა და ძალებს. მოემზადეთ თავბრუდამხვევი წინადადებებისთვის – ისინი მრავლად იქნება და მათ შორის, ძალზე პერსპექტიულები. ასე რომ, არ შეუშინდეთ დათანხმებას და გწამდეთ საკუთარი ძალების – ყველაფერი გამოგივათ.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ყველა საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ – შეძლებთ ყველაფრის გაკონტროლებას და ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა – შესაძლებელია წვრილმანი პრობლემების გაჩენა, რაც დაგძაბავთ. თუ მათ მალევე გადაჭრით, პრობლემებსაც სწარაფად გაუმკლავდებით. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ – მოერიდეთ ფულის ზედმეტ და არასაჭირო ხარჯვას.
ლომი: საქმეები ზვავივით დაგატყდებათ თავს – სახლში გაჩნდება მცირე ყოფითი ამოცანები, სამსახურში რთული საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ, ადამიანები ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის. ამიტომ მოემზადეთ იმისთვის,რომ მთელი დღე შრომა მოგიწევთ. გელოდებათ დაძაბული საუბრები, ამიტომ ეცადეთ, დააკვირდეთ თანამოსაუბრის ემოციებს და მისთვის მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ.
ქალწული: იმოძრავეთ თქვენთვის მოსახერხებელ ტემპში და არ დაიწყოთ ახალი საქმეები – დღეს არ გჭირდებათ ცვლილებები და ზედმეტი დატვირთვა. თუ საჩქარო საქმეები გაქვთ გასაკეთებელი, დაავალეთ ან სთხოვეთ სხვას და თქვენ შეძლებისდაგვარად დაისვენეთ – ბოლო დროს ბევრ მუშაობთ და ორგანიზმს ამოსუნთქვა სჭირდება. ასევე ექსპერტები გირჩევენ, შეწყვიტოთ ურთიერთობები, რომლებსაც თქვენთვის სიხარული უკვე აღარ მოაქვს.
სასწორი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ – დღეს შეძლებთ მკვდარი წერტილიდან მათ დაძვრას. მაგრამ ძალები სწორად უნდა გაანაწილოთ – მოწყდით სოციალურ ქსელებს და ნაკლებად მიმართეთ კოლეგებს. ასევე არ ღირს ნერვიულობა, თუ ვინმესთან ურთიერთობები გაგიფუჭდათ – ეს დროებითი და მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. ძალიან გარგებთ, თუ არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლდებით.
მორიელი: მუხლჩაუხრელად იმუშავეთ. დღეს ყველაზე რთულ საქმეებთან შეძლებთ გამკლავებას, თუ ფუჭ ლაპარაკსა და სოციალურ ქსელებზე არ დახარჯავთ დროს. იყავით აქტიური – ეს მოიზიდავს ცვლილებებსა და საინტერესო წინადადებებს. აჩქარება კი ამ დღეს არ ღირს – შესაძლოა, ბევრი შეცდომა დაუშვათ. რთულად აეწყობა სასიყვარულო ურთიერთობებიც – მოსალოდნელია კამათი და ჩხუბი.
მშვილდოსანი: გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა სამომავლოდ – ახლა ამისთვის საუკეთესო დღე არაა. ასევე არ ღირს ბევრ საქმესთან შეჭიდება. აჯობებს, თუ ყურადღებას ერთ საკითხზე გაამახვილებთ. ურთიერთობები თავის ნაყოფს გამოიღებს – შეიძლება მოისმინოთ ეფექტური რჩევები, გაიგოთ ცინცხალი ამბები და მიიღოთ საინტერესო წინადადებები. ვარსკვლავები ფიზიკურ აქტიურობას გირჩევენ.
თხის რქა: დადგა დრო, რომ არა მარტო სამომავლო გეგმები დააწყოთ, არამედ ამაზე მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანებთანაც ილაპარაკოთ. გათვალეთ ყველაფერი – ნამდვილად არ გჭირდებათ უსიამოვნო სიურპრიზები. დღეს კარგი დროა ურთიერთობებისთვის – შესაძლოა მოისმინოთ საინტერესო სიახლეები, ჭორები ან ღირებული რჩევები მიიღოთ. არ დაივიწყოთ ახლობლები და საყვარელი ადამიანი – მათ თქვენი დახმარება და კეთილი სიტყვები სჭირდებათ.
მერწყული: პირველ რიგში – მუშაობა. დღეს მთელი თქვენი ყურადღება სამუშაო პროცესს უნდა მიაპყრათ, ყველაზე რთულ ამოცანებს – ამან, შესაძლოა, თქვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედოს. საუბრები კი მაინცდამაინც არ აეწყობა, ეცადეთ, ნაკლები ურთიერთობები გქონდეთ უცნობებთანაც და ახლობლებთანაც, რომ ზედმეტად არ იკამათოთ ან იჩხუბოთ. ასევე მოერიდეთ ფულის არამიზნობრივად დახარჯვას.
თევზები: დღეს ემოციები არ მოგცემთ საშუალებას, რომ რთული საკითხები გადაწყვიტოთ და ვითარებას ფხიზლად შეხედოთ. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ პირად ურთიერთობებზე აისახება. სამსახურში კი საქმეები კარგად მიდის, ხელმძღვანელობა ამჩნევს თქვენს საქმიანობას. ვარსკვლავები გირჩევენ, ფიზიკურად იაქტიუროთ – თუ პირდაპირ გირებს არ მიადგებით, ირბინეთ ან ისეირნეთ მაინც.