https://sputnik-georgia.com/20210726/2020-wlis-arcevnebis-Semswavlelma-komisiam-muSaoba-daasrula-ra-weria-daskvnaSi-252427759.html
2020 წლის არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა: რა წერია დასკვნაში
2020 წლის არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა: რა წერია დასკვნაში
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლინდა ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა, დაასკვნა დროებითმა საგამოძიებო... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T20:05+0400
2021-07-26T20:05+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250117284_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_63cae0d1dfc7163b2eaa160256e5b417.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია, განაცხადა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.მიქანაძემ კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორშაბათს წარადგინა.დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 17 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას სრულად ასახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.მისი ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა 16 სამუშაო შეხვედრა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და სხვადასხვა უწყებას მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები.„საერთო ჯამში, დისბალანსიანი ბიულეტენების რაოდენობა იყო 0,16%. კომისიამ დაადგინა, რომ იყო იმდენად მიზერული განსხვავება, რომ არანაირი არსებითი გავლენა არ შეიძლებოდა მოეხდინა შედეგებზე. ეს განსხვავებები ფიქსირდებოდა მეასედებში - 0,01%- 0,02%, როგორც მეტობის, ისე ნაკლებობის თვალსაზრისით“, - განაცხადა მიქანაძემ.ამასთან, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან მოხდა რაიმე მანიპულაცია. მეტიც, ოპოზიციის წარმომადგენლებს არამხოლოდ არ მიუღიათ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, არამედ ისინი სხდომებსაც არ დასწრებიან, აღნიშნა მიქანაძემ.დროებითი საპარლამენტო დასკვნის განხილვა ამჯერადაც პრაქტიკულად ოპოზიციის გარეშე წარიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა განხილვას არ ესწრებოდა.„როდესაც ამ თემაზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და ეს თემა გამოდის განსახილველად, ოპოზიციის მხოლოდ სამი წარმომადგენელია დარბაზში, „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი. შემკამათებელი არ გყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, 6 თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.მმართველმა პარტიამ გასულ კვირაში ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიეღო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში. როგორც გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თუ ოპოზიციის ლიდერებს კვლავ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია, მათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება უნდა სცადონ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ოპოზიციასაც გააჩნია.„პოსტფაქტუმ, კრიზისის პერიოდში, საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მხოლოდ თავად (მმართველი პარტია - რედ.) იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვერ დადებს დასკვნას, რომელიც საზოგადოების აზრზე იმოქმედებს ან რაიმე სანდოობა ექნება. ეს არის ძალიან სამწუხარო”, – განაცხადა არლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.უფრო ადრე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კომისია ხმებს უბნების ნაწილზე გადაითვლის და თუ ეს შედეგები საქართველოს ცესკოს შედეგებთან 1%-ზე მეტით იქნება აცდენილი, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.
https://sputnik-georgia.com/20210726/saparlamento-sagamoZiebo-komisia-daskvnas-warmoadgens-arCevnebi-252420484.html
https://sputnik-georgia.com/20210725/opozicia-gzajvaredinze-vin-dauWers-mxars-nika-melias-Tbilisis-meris-arCevnebze-252416227.html
https://sputnik-georgia.com/20210724/gaxarias-partia-adgilobriv-arCevnebze-gamarjvebisTvis-damoukideblad-ibrZolebs-252414432.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250117284_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_e03f17581bcefc181f66422e96d9bc99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
2020 წლის არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა: რა წერია დასკვნაში
20:05 26.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლინდა ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა, დაასკვნა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია, განაცხადა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მიქანაძემ კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორშაბათს წარადგინა.
დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 17 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას სრულად ასახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა 16 სამუშაო შეხვედრა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და სხვადასხვა უწყებას მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები.
„საერთო ჯამში, დისბალანსიანი ბიულეტენების რაოდენობა იყო 0,16%. კომისიამ დაადგინა, რომ იყო იმდენად მიზერული განსხვავება, რომ არანაირი არსებითი გავლენა არ შეიძლებოდა მოეხდინა შედეგებზე. ეს განსხვავებები ფიქსირდებოდა მეასედებში - 0,01%- 0,02%, როგორც მეტობის, ისე ნაკლებობის თვალსაზრისით“, - განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან მოხდა რაიმე მანიპულაცია. მეტიც, ოპოზიციის წარმომადგენლებს არამხოლოდ არ მიუღიათ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, არამედ ისინი სხდომებსაც არ დასწრებიან, აღნიშნა მიქანაძემ.
დროებითი საპარლამენტო დასკვნის განხილვა ამჯერადაც პრაქტიკულად ოპოზიციის გარეშე წარიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა განხილვას არ ესწრებოდა.
„როდესაც ამ თემაზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და ეს თემა გამოდის განსახილველად, ოპოზიციის მხოლოდ სამი წარმომადგენელია დარბაზში, „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი. შემკამათებელი არ გყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, 6 თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველმა პარტიამ გასულ კვირაში ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიეღო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში. როგორც გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თუ ოპოზიციის ლიდერებს კვლავ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია, მათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება უნდა სცადონ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ოპოზიციასაც გააჩნია.
„პოსტფაქტუმ, კრიზისის პერიოდში, საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მხოლოდ თავად (მმართველი პარტია - რედ.) იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვერ დადებს დასკვნას, რომელიც საზოგადოების აზრზე იმოქმედებს ან რაიმე სანდოობა ექნება. ეს არის ძალიან სამწუხარო”, – განაცხადა არლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
უფრო ადრე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კომისია ხმებს უბნების ნაწილზე გადაითვლის და თუ ეს შედეგები საქართველოს ცესკოს შედეგებთან 1%-ზე მეტით იქნება აცდენილი, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.