ოპოზიცია გზაჯვარედინზე: ვინ დაუჭერს მხარს ნიკა მელიას თბილისის მერის არჩევნებზე

© AP Photo / Shakh Aivazovნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
მელიას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძის პარტიამ „ერთიანი საქართველოსთვის“ და კოტე კემულარიას პარტია „ტრიბუნამ“.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერენ მხარს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას, თუ არჩევნებზე ცალ-ცალკე გავლენ.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
არჩევნები 2021: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 29 პარტიას სურს
ოპოზიციის ნაწილმა პარასკევს ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. ამასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიას ნიკა მელიასთვის მხარდაჭერა ჯერ არ გამოუცხადებია.
მაგალითად, პარტია „ლელომ“ კონსულტაციებისთვის პაუზა აიღო.
„ჩვენი კონსულტაციები გრძელდება. უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარვუდგენთ ნათელ ხედვას, რა კონფიგურაციაში იქნება წარმოდგენილი „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ.
ჯერჯერობით მერყეობს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ კვლევებიდან გამომდინარე. თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ყველაფერს ვეტყვით საზოგადოებას, დავასახელებთ თუ არ დავასახელებთ კანდიდატს“, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ.
ნიკა მელიას თავისი მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძის პარტიამ „ერთიანი საქართველოსთვის“.
„მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს, ჩვენ ვართ მომხრე, იყოს რაც შეიძლება დიდი ოპოზიციური ერთობა“, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ანზორ ბიწაძემ.
წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
მელიას მხარს ასევე კოტე კემულარიას პარტია „ტრიბუნა“ დაუჭერს. როგორც კემულარიამ განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, და არა კანდიდატის პარტიული კუთვნილება.
ხოლო „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უკვე გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები მელიას თბილისის მერობის ძლიერ კანდიდატად მიიჩნევენ, მმართველ პარტიაში, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი თავი კახა კალაძე წარადგინა, მელიას კონკურენტად არ განიხილავენ.
ყველა ახალი ამბავი
0