საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში გამგზავრებას ვერ შეძლებენ

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშისოფია
სოფია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯონს ჰოპკინსის რუკის მიხედვით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის საფუძველია და ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის 26 ივლისიდან ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ, იუწყება ბულგარეთში საქართველოს საელჩო.
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვიზიტორთა საყურადღებოდ: ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში ვირუსი 2617 ადამიანს დაუდასტურდა. ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი – 1.485 თბილისში დაფიქსირდა.
შესაბამისი ბრძანება ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 24 ივლისს გამოსცა.
ამასთან, ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ვიზიტორებისთვის საქართველოში გამგზავრება აკრძალა. ისრაელმა საქართველო რამდენიმე დღის წინ შეიყვანა იმ ქვეყნების წითელ სიაში, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია.
სპეციალისტების აზრით, სიტუაციის გაუარესება შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ყველა ახალი ამბავი
0