Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვიზიტორთა საყურადღებოდ: ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

© photo: Sputnik / Stringerისრაელისა და საქართველოს დროშები
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ისრაელმა რამდენიმე ქვეყნის წითელ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ სახელმწიფოებში ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები გახშირდა.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ვიზიტორებისთვის ისრაელიდან საქართველოში გამგზავრება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ნებადართული აღარ იქნება, ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
ისრაელმა საქართველო რამდენიმე დღის წინ შეიყვანა იმ ქვეყნების წითელ სიაში, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ სიაში შეყვანილი უკვე ჰყავდა ქვეყნები: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, ესენია: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.
ვაქცინაცია ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ისრაელმა საქართველო მძიმე ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების წითელ ნუსხაში შეიყვანა
როგორც ისრაელის სალჩოში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში შეზღუდვები შესაძლოა შემცირდეს ან მოიხსნას.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა 398 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 370 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 5.656 ადამიანი.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია.
სპეციალისტების აზრით, სიტუაციის გაუარესება შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ყველა ახალი ამბავი
0