„პარტიული ორგანიზაციების დანაყოფები“ – ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ირაკლი ღარიბაშვილს მოთმინების ფიალა აევსო – რამდენიმე დღის განმავლობაში ის თავს იკავებდა ჟურნალისტებთან ღია კონფლიქტისგან, მაგრამ დღეს გადაწყვიტა პირდაპირ თქვას ის, რასაც ფიქრობს.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგიერთი მასმედიის წარმომადგენლები „ვიწროპარტიული ინტერესების“ გატარებაში დაადანაშაულა.
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
როდის დააკავებენ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორებს – გომელაურის განმარტება
პარასკევს მთავრობის მეთაურსა და ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს შორის ნამდვილი კონფლიქტი გაჩაღდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ღარიბაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციიდან გამოვიდა კომენტარის გასაკეთებლად.
თუმცა ჟურნალისტებმა მას კითხვები არა თემის, არამედ 5 ივლისის მოვლენების შესახებ დაუსვეს, როდესაც ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე გადაიტანეს თავიანთი აგრესია და თავს დაესხნენ მათ. სულ ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა.
„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ 5 ივლისის არეულობაში მონაწილე ყველა პირი უკვე დასჯილია.
„ყველა მოძალადე დასჯილია, ყველა მოძალადე დაჭერილია. თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“. სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საპატრიარქომ ნებართვა გასცა – არ შეუშვან ჟურნალისტები ტაძრების ტერიტორიაზე
ღარიბაშვილმა კონკრეტულად მიმართა ტელეარხ „ფორმულის“ ჟურნალისტს.
„თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე, მინდა პარლამენტში გიხილოთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“, – მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს შსს-მ 5 ივლისის არეულობაში მონაწილე 28 ადამიანი დააკავა.
ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი დაშავდა. „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ცემიდან ექვსი დღის შემდეგ სახლში გარდაიცვალა. მანამდე ის საავადმყოფოში იწვა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა ვერსია, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირება გახდა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
„ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას“ – რა უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს
ლაშქარავას გარდაცვალებამ საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ლაშქარავა ცემის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა, მოითხოვენ დამნაშავეების, განსაკუთრებით, 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორების დასჯას.
მასმედიის მოთხოვნებს ოპოზიცია მხარს უჭერს. ჟურნალისტების მიმართ გამოჩენილი აგრესია ნეგატიურად შეაფასეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური